20 იანვარი, 2017
როგორი ღვინოა მწვანე კახური, რომელსაც შეცდომით მანავის მწვანესაც უწოდებენ
კახეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საუკეთესო საღვინე თეთრი ყურძნის ჯიშია მწვანე კახური, რომელსაც შეცდომით მანავის მწვანესაც უწოდებენ. ამ ჯიშს სახელწოდება მიღებული აქვს მწიფე მარცვლების მოყვითალო - მწვანე ფერის გამო.

მწვანე მაღალახარისხოვანი საღვინე ჯიშია. კახეთის თეთრ ჯიშებში მწვანე ყველაზე უფრო ნაზ და არომატულ სასუფრე ღვინოს იძლევა. მისგან მზადდება როგორც ევროპული, ისე კახური ტიპის მაღალხარისხოვანი ღვინო. ნაწილობრივ მწვანეს იყენებენ აგრეთვე როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის სასუფრე ყურძენს.

ძველად მწვანეს, მისი მაღალი ღირსების გამო, ფართოდ იყენებდნენ სხვა თეთრი ჯიშის ღვინოების
გასაუმჯობესებლად - მათთვის არომატულობისა და სინაზის მისაცემად. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS