მწვანე მაღალახარისხოვანი საღვინე ჯიშია. კახეთის თეთრ ჯიშებში მწვანე ყველაზე უფრო ნაზ და არომატულ სასუფრე ღვინოს იძლევა. მისგან მზადდება როგორც ევროპული, ისე კახური ტიპის მაღალხარისხოვანი ღვინო. ნაწილობრივ მწვანეს იყენებენ აგრეთვე როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის სასუფრე ყურძენს.
ძველად მწვანეს, მისი მაღალი ღირსების გამო, ფართოდ იყენებდნენ სხვა თეთრი ჯიშის ღვინოების