გადაუჭრელი პრობლემები, კამათი და უთანხმოება ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ურთიერთობაზე. არ გაქვთ სრული ნდობისა და ერთობის განცდა.
სიყვარულის გამო ხშირად ყველაფერს ისეთად ვიღებთ, როგორიც არის, მაგრამ წყენა და იმედგაცრუების გრძნობა არ გასვენებთ. და თუ ამ ყველაფერზე საერთოდ არ საუბრობთ, ეს ურთიერთობას ანადგურებს.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, როგორ გადაჭრათ უთანხმოების პრობლემა:
1. გაუმხილეთ თქვენს რჩეულს, რომ არ გინდათ რაიმე უთქმელი დარჩეს
მაგალითად"ვგრძნობ, რომ საუბარი არ დაგვისრულებია და დასკვნამდე
2. თუ მან თქვა "დიახ", N 3 დავალებაზე გადადით
თუ "არა" გითხრათ, მაშინ ხელსაყრელ დროს დაელოდეთ, როცა მისთვის კომფორტული იქნება ამაზე საუბარი. ისაუბრეთ კონკრეტულად.
3. საუბარი კარგი განზრახვით დაიწყეთ
შესავალშივე უთხარით, რომ ჩხუბს არ აპირებთ და არც დაშორების მიზეზს ეძებთ. აუხსენით, რომ არ გსურთ უთანხმოება, არამედ სრული ნდობა და მტკიცე ურთიერთობა გსურთ.
4. მიანიშნეთ პარტნიორს, როგორ შეუძლია თქვენი დახმარება ამ საკითხში
მაგალითად " გთხოვ, საშუალება მომეცი ჩემი გრძნობების შესახებ ბოლომე გამოვთქვა. იქნებ ბოლოს სწორად ვერ ვისაუბრე, ამიტომ ახლა ვცდი. შემდეგ კი მზად ვიქნები მოგისმინო".
5. გაუზიარეთ გრძნობები და ნუ გააკრიტიკებთ
თქვით, რა გრძნობებს იწვევს თქვენში პარტნიორის ქმედებები და არა უბრალოდ რა არ მოგწონთ მასში. ადამიანმა მის მიმართ განსჯა ვერ უნდა იგრძნოს, არამედ დაინახოს პრობლემის გადაჭრის სურვილი.
6. ყურადღებით უსმინეთ
ეცადეთ, მის სიტყვებს მიღმა დამალული გრძნობები გაიგოთ, თუ ამას პირდაპირ ვერ გეუბნებათ. ნუ შეეწინააღმდეგებით.
7. ეცადეთ ერთმანეთს გაუგოთ
ყველა უთანხმოება პირველივე ცდაზე არ წყდება. მაგრამ უნდა იგრძნოთ, რომ ერთმანეთთან შესახვედრად ერთნაირად ხართ განწყობილი.
8. თუ კვლავ ჩიხში მოექეცით, საუბარი დროებით გადადეთ
ნუ აიძულებთ პარტნიორს აუცილებლად მივიდეს რაიმე დასკვნამდე. უმჯობესია კარგ ნოტაზე დაამთავროთ და ერთმანეთს დაფიქრებისთვის მისცეთ დრო.
ანა გარელი