ვერძი
ურთიერთობას ააწყობთ ადამიანთან, რომელსაც დიდიხანია იცნობთ და შეგინიშნავთ. თქვენი დიდიხნის ერთგულების საპასუხოდ ისეთ ძლიერ სიყვარულს გამოცდით, რომ სხვა ყველაფერი დაგავიწყდებათ.
კურო
თქვენ უკვე შეყვარებული ხართ. ამ წელს ყოფილ პარტნიორს შეურიგდებით. ყველაფერს აპატიებთ და ყველაფერი გამოგივათ.
ტყუპი
ცხოვრებაში სამსახურს პირველ ადგილს უთმობთ. იქედან გამომდინარე, რომ მასზე დიდ დროსა და ენერგიას ხარჯავთ, კოლეგასთან ურთიერთობა გექნებათ. თავიდან ეს იდეა არ მოგეწონებათ, თუმცა ის თქვენზე უარს არ იტყვის და შედეგად
კირჩხიბი
რამდენადაც ძალიან აფასებთ ახლობლებს, ურთიერთობა გექნებათ ადამიანთან, რომელიც კარგად იცნობს და მეგობრობს თქვენს ოჯახთან. ძალიან სწრაფად შეგიყვარდებათ.
ლომი
გამომდინარე თქვენი ლიდერული ხასიათიდან, იპოვით პარტნიორს, რომელიც თქვენთვის ნამდვილი გამოწვევა იქნება. გაცნობის პირველ ეტაპზე ერთმანეთის ატანა არ გექნებათ, თუმცა მოგვიანებით ერთმანეთის გამოცდას დაიწყებთ და მაშინ ურთიერთობაც გამყარდება. თავდაპირველად ამაში არ გამოუტყდებით და მეგობრები დიდხანს იქნებით, ვიდრე რომელიმე თქვენგანი პირველ ნაბიჯს არ გადადგამს.
ქალწული
შეხვდებით ადამიანს, რომელიც სიყვარულის რწმენას დაგიბრუნებთ. ეს მოხდება ზაფხულში, როცა "თქვენთვის" ცხოვრებას დაიწყებთ და მეგობრებთან ერთად სასეირნოდ წახვალთ. თავიდან წასვლა არ მოგინდებათ, მაგრამ მოგვიანებით კმაყოფილი იქნებით, რომ უარი არ თქვით.
სასწორი
ნებისმიერი კომპანიის სული ხართ. უახლოეს მომავალში მორიგ წვეულებაზე აღმოჩნდებით, სადაც ვინმე ერთი შეხედვით შეგიყვარდებათ.
მორიელი
უდავოა, რომ გაცნობის არაერთი ხერხი გამოგიცდიათ, თუმცა უშედეგოდ. მიდიხართ პაემნებზე, მაგრამ ინტერესს მალევე კარგავთ. თქვენი ემოციური ინტელექტი იშვიათი მახასიათებელია, რის გამოც სხვა ადამიანთან საერთო ენის გამონახვა გიჭირთ. თქვენ ზოდიაქოს ყველაზე რთული ნიშანი ხართ, რომლის შეყვარება ძნელია, თუმცა თქვენი სიყვარული ხანგრძლივი და ვნებიანია. ადამიანი მისი წარსულის გამო შეგიყვარდებათ - ის, ვისაც თქვენი მაშინაც ესმოდა, როცა საკუთარი თავს თავადაც ვერ უგებდით.
მშვილდოსანი
მოგზაურობისა და თავგადასავლების მიმართ დიდი სიყვარულის გამო, შესაძლოა ერთხელაც შეხვდეთ ადამიანს, რომელიც ყველაფერში გგავთ. ისე შეგიყვარდებათ, როგორც ახალი აღმოსაჩენი ადგილები გიყვართ. და გაიგებთ, რომ რამდენად განსხვავებულიც არ უნდა იყოს თქვენი სამყარო, არ აქვს მნიშვნელობა და ყველა ბარიერს გადალახავთ.
თხის რქა
უახლოეს მეგობართან დაიწყებთ შეხვედრას და ინანებთ, რომ ამაზე აქამდე არ გიფიქრიათ.
მერწყული
მიუხედავად იმისა, რომ თქვენი დამოუკიდებელი ცხოვრების ყველას შურს, შეხვდებით ადამიანს და მოგინდებათ იყოთ წყვილი. თქვენი ცხოვრების ტემპიდან გამომდინარე მას სამსახურში ან ჰობის წყალობით გაიცნობთ. თქვენი მსგავსი იქნება მიზნებით, კარიერითა და მიზანდასახულობით. ძლიერი წყვილი იქნებით და ერთმანეთს ახალი მიღწევების მოტივაციას მისცემთ.
თევზები
როგორც ძალიან ემოციურ და მგრძნობიარე ადამიანს ზღაპრული სიყვარული გეწვევათ. ეს იქნება ადამიანი, რომელსაც ხშირად ხედავდით, მაგრამ ვერ ამჩნევდით. როცა ეს მოხდება, გაგიკვირდებათ, როგორ ცხოვრობდით აქამდე მის გარეშე. ეს იქნება შესაშური ურთიერთობა, მაგრამ მის გამჟღავნებას არ მოისურვებთ.
ანა გარელი