16 იანვარი, 2017
როგორ მოქმედებს სავსე მთვარე ძილზე
კანადელმა მკვლევრებმა ჩაატარეს დაკვირვება და აღმოაჩინეს, რომ სავსე მთვარის დროს ბავშვებს ცუდად სძინავთ. დილით კი გამოუძინებლობის გამო თავს ცუდად გრძნობენ.

ჯანსაღი მდგომარეობა ყოველთვის პირდაპირკავშირშია ძილთან, თუმცა სავსემთვარიანობა არ მოქმედებს ზრდასრულ ადამიანებზე, განსხვავებით ბავშვებისა - დაბადებიდან 11 წლამდე.

ამ პერიოდში ბავშვებს გარდა ცუდად გამოძინებისა, დაძინებაც ძალიან უჭირთ. კვლევაში მონაწილე თითოეულ ბავშვს, ჩვეულ დროზე 5 წუთით ნაკლები ეძინა.

მეცნიერებმა ასევე გაარკვიეს, რომ სავსე მთვარე არანაირ გავლენას არ ახდენს ბავშვების სიფხიზლეზე, რომლებიც დღის განმავლობაში ისეთივე აქტიურები და მოძრავები
დარჩნენ, როგორებიც იყვნენ.

დაკვირვება ერთ კვირას გაგრძელდა და მასში 6 ათასამდე, სხვადასხვა სოციალური ჯგუფისა და ეროვნების ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. ძილის დროს ბავშვებს სპეციალურ სამაჯურებს უკეთებდნენ, რაც სხეულის მოძრაობას აფიქსირებს, როცა ბავშვს სძინავს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS