ხოლო, არასწორად შერჩეული ხახვის შემთხვევაში, კერძი გემრიელი არ გამოგივათ.
მზარეული ბაკი, ყველა სახის ხახვს გაგაცნობთ და მათ პლიუსებსა და მინუსებზე გიამბობთ:
ყვითელი ხახვი
პლიუსები: იაფფასიანია და მთელი წლის განმავლობაში მარტივად ხელმისაწვდომია.
მინუსები: არ აქვს.
გამოყენება: ყვითელი ხახვი პრაქტიკულად ყველაფრისთვის გამოგადგებათ. აქვს შესანიშნავი გემო.
კარამელიზაციისთვის სწორედ ამ სახეობის ხახვი გამოიყენება, რადგან როგორც წესი მასში დიდი რაოდენობითაა შაქარი.
წითელი ხახვი
პლიუსები: კარგად მწარე გემო უმ მდგომარეობაში.
მინუსები: არ გამოდგება
გამოყენება: ეს ხახვი იდეალურად გამოდგება სალათებისა და ცხობისთვის. ასევე, შესანიშნმავია ბურგერებისა და ბუტერბროდებისთვის - როცა ხახვი უმად გესაჭიროებათ.
ტკბილი ხახვი
პლიუსები: უმ მდგომარეობაში აქვს მსუბუქი გემო, შესანიშნავად გამოდგება ბევრი რეცეპტისთვის.
მინუსები: დიდხანს არ ინახება.
გამოყენება: გამოდგება ბევრი სხვადასხვა რეცეპტისთვის.
ტკბილი გემო შესანიშავია როგორც უმ, ისე მზა მდგომარეობაში, განსაკუთრებით უხდება პომიდორსა და კარტოფილს.
თეთრი ხახვი
პლიუსები: სიმწარე და უნივერსალურობა მომზადებისას.
მინუსები: თხელი კანი და მომატებული ლორწოვანება.
გამოყენება: თეთრი ხახვი ლათინოამერიკული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი კერძის მომზადებისას. მისი მწარე გემო ყველაზე მეტად უხდება გაცილებით რბილ გემოს. თეთრი ხახვი ასევე იდეალურია პიცისთვის.
ხახვი-შალოტი
პლიუსები: მსუბუქი, ნივრისებრი გემო.
მინუსები: ძვირი.
გამოყენება: გამოიყენება სადღესასწაულო სუფრების გასაფორმებლად. ასევე აზიურ სუფრაში იყენებენ თხლად დაჭრილს. შალოტი შესანიშნავი გარნირია შემწვარი ხორცისა და ფრინველისთვის.
ანა გარელი