13 იანვარი, 2017
ხალხის უმრავლესობა ხახვს არასწორად არჩევს - გაიგეთ, რომელი სახეობის ხახვი უნდა გამოიყენოთ
ხახვის იმდენად ბევრი სახეობა არსებობს, რომ შესაძლოა დაიბნეთ.

ხოლო, არასწორად შერჩეული ხახვის შემთხვევაში, კერძი გემრიელი არ გამოგივათ.

მზარეული ბაკი, ყველა სახის ხახვს გაგაცნობთ და მათ პლიუსებსა და მინუსებზე გიამბობთ:

ყვითელი ხახვი


პლიუსები:
იაფფასიანია და მთელი წლის განმავლობაში მარტივად ხელმისაწვდომია.

მინუსები:
არ აქვს.

გამოყენება:
ყვითელი ხახვი პრაქტიკულად ყველაფრისთვის გამოგადგებათ. აქვს შესანიშნავი გემო.
კარამელიზაციისთვის სწორედ ამ სახეობის ხახვი გამოიყენება, რადგან როგორც წესი მასში დიდი რაოდენობითაა შაქარი.

წითელი ხახვი

პლიუსები:
კარგად მწარე გემო უმ მდგომარეობაში.

მინუსები:
არ გამოდგება
კარამელიზაციისა და ხანგრძლივი თერმული დამუშავებისთვის.

გამოყენება:
ეს ხახვი იდეალურად გამოდგება სალათებისა და ცხობისთვის. ასევე, შესანიშნმავია ბურგერებისა და ბუტერბროდებისთვის - როცა ხახვი უმად გესაჭიროებათ.

ტკბილი ხახვი

პლიუსები:
უმ მდგომარეობაში აქვს მსუბუქი გემო, შესანიშნავად გამოდგება ბევრი რეცეპტისთვის.

მინუსები:
დიდხანს არ ინახება.

გამოყენება: გამოდგება ბევრი სხვადასხვა რეცეპტისთვის.
ტკბილი გემო შესანიშავია როგორც უმ, ისე მზა მდგომარეობაში, განსაკუთრებით უხდება პომიდორსა და კარტოფილს.

თეთრი ხახვი


პლიუსები:
სიმწარე და უნივერსალურობა მომზადებისას.

მინუსები:
თხელი კანი და მომატებული ლორწოვანება.

გამოყენება:
თეთრი ხახვი ლათინოამერიკული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი კერძის მომზადებისას. მისი მწარე გემო ყველაზე მეტად უხდება გაცილებით რბილ გემოს. თეთრი ხახვი ასევე იდეალურია პიცისთვის.

ხახვი-შალოტი



პლიუსები:
მსუბუქი, ნივრისებრი გემო.

მინუსები:
ძვირი.

გამოყენება:
გამოიყენება სადღესასწაულო სუფრების გასაფორმებლად. ასევე აზიურ სუფრაში იყენებენ თხლად დაჭრილს. შალოტი შესანიშნავი გარნირია შემწვარი ხორცისა და ფრინველისთვის.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS