13 იანვარი, 2017
მეცნიერები უძილობის ძალიან საშიშ შედეგზე ალაპარაკდნენ
ამერიკელი კარდიოლოგების ცნობით, უძილობა ინსულტის, მოციმციმე არითმიის, გულის უკმარისობისა და მისი სხვა დაავადებების რისკს ზრდის.

უძილობა ძილის ის მდგომარეობაა, როცა ადამიანი ვერ იძინებს, ცუდად სძინავს და გამოუძინებელია. ცუდი ძილი იწვევს მაღალ წნევასა და წონაში მატებას - მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს ყველაფერი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევი ძირითადი რისკ - ფაქტორებია.

შედეგების თანახმად, უძილობის დროს ადამიანებში მოციმიმე არითმიის რისკი 29%-ით იზრდება იმათთან შედარებით, ვისაც ეს პრობლემა არ აწუხებს.

მათთვის, ვინც ღამით ხშირად იღვიძებს, არითმიის რისკი 26%-ით
გაიზრდება. ასევე, ვისაც სწრაფი და მოკლე დროით ძილი დაუფიქსირდა, არითმიის განვითარების რისკი მათთვისაც გაიზარდა.

შესაძლოა, ძილის დარღვევა ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე ახდენს გავლენას. ეს არის სისტემა, რომელიც გულისცემისა და არტერიული წნევის დარეგულირებაში დიდ როლს ასრულებს.

როგორც დაკვირვების ავტორები აღნიშნავენ, ძილის ხარისხს ფიზიკური აქტივობის ამაღლება შეუძლია და ნაკლებად მიიღებთ კოფეინის შემცველ პროდუქტებს.

ანა გარელი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS