7 მიზეზი, რომ ეს სწორი არჩევანია:
1. ყველაფრის ახლიდან დაწყების სურვილი
თუ გასული წელი თქვენთვის ძალიან რთული იყო და ახლა ყველაფრის თავიდან დაწყება გსურთ, ე.ი. 2016 წელი არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. იქნებ დროა თქვენი ცხოვრებიდან მოიშოროთ ზედმეტი (მათ შორის ზედმეტი ადამიანები) და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინოთ.
2. გსურთ მეტი ნაცნობი შეიძინოთ
3. სრული კონცენტრირება სამსახურზე
თუ უფროსი წინსვლის კარგ შანსს გაძლევთ, თქვენ კი ყველა ღონეს ხმარობთ, რომ მისი იმედები გაამართლოთ, იქნებ პირადი ურთიერთობა ის არ არის, რაც ამ ეტაპზე გჭირდებათ. ამან შესაძლოა, ხელი შეგიშალოთ, თქვენ კი თავს დამნაშავედ იგრძნობთ, რადგან არჩევანის გაკეთება და რაღაცის შეწირვა გიწევთ.
4. თქვენი მომავლის დანახვას იწყებთ
ასაკის მატებასთან ერთად, სულ უფრო უკეთ ხვდებით რა გსურთ ცხოვრებაში. და თუ გააცნობიერებთ, ვინ გსურთ სინამდვილეში გვერდით და ეს ამჟამინდელი პარტნიორი ნამდვილად არ არის, დროა ყველაფერი მოაგვაროთ, რამდენად სასტიკადაც არ უნდა ჟღერდეს.
5. სხვა ადამიანებით დაინტერესდით
ახალი წელი გვიბიძგებს გავაკეთოთ ის, რის გაკეთებაც გასულ წელს ვერ შევძელით. თუ სხვა ადამიანი გაინტერესებთ, ეს ბუნებრივია და გულწრფელი იყავით საკუთარ თავთან.
6. დრამებმა დაგღალეს
თუ გასული წლის ნახევარი დედასთან ან მეგობართან, პარტნიორის გამო ტიროდით, ყვიროდით ან მეზობლებთან სკანდალს აწყობდით, იქნებ დროა, ეს დრამები წარსულში დატოვოთ.
7. გლობალური ცვლილებები გჭირდებათ
ახალი წელი თქვენს ცხოვრებაში ახალ გვერდს შლის. და თუ გასულმა წლებმა ბედნიერება ვერ მოგიტანათ, უკვე დროა მათ დაემშვიდობოთ.
ანა გარელი