06 იანვარი, 2017
2017 წლის ოქტომბერში დედამიწა განადგურდება - დევიდ მიდის სენსაციური განცხადება
ცნობილი მეცნიერი დევიდ მიდი, საკუთარ ნაშრომში "«Planet X: The 2017 Arrival»" სენსაციურ განცხადებას აკეთებს: 2017 წლის ოქტომბერში დედამიწა პლანეტა X -ს დაეჯახება და სრულიად განადგურდება. მეცნიერის თქმით, შეჯახების ფაქტი უკვე აშკარაა, თუმცა მის გასაჯაროვებას ერიდებიან, რადგან საზოგადოებაში პანიკას გამოიწვევს.

საკუთარი ჰიპოთეზის მთავარ მტკიცებულებად მიდი ბოლო დროს გახშირებულ მიწისძვრებს იშველიებს. მეცნიერის ნამუშევარში, სტატისტიკის მიხედვით, დედამიწაზე მიწისძვრების რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს, რაც პლანეტა X - ის მოახლოებაზე მეტყველებს.

მიდი გვაფრთხილებს, რომ უკვე 2017 წლის სექტემბერში, პლანეტა X-ი ქალწულის
თანავარსკვლავედში გაივლის, 5 ოქტომბერს კი მზეს მთლიანად გადაეფარება. მეცნიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოახლოებული კატასტროფის გამო, მსოფლიო ელიტამ უკვე დიდი ხნის წინ დაიწყო სპეციალური თავშესაფრების შენება.

უფრო ადრე, მედია მეცნიერების სხვა დასკვებსაც ავრცელებდა, რომლის მიხედვით პლანეტა X ურანსა და ნეპტუნს მზის სისტემიდან გამოაგდებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყნის აღსასრულის შესახებ მსგავსი სიახლეები მედიაში უკვე არაერთხელ გავრცელდა. მაგ: იგივე პლანეტა X-ს დედამიწა აქამდე ორჯერ უნდა გაენადგურებინა - 2015 წლის სექტემბერსა და დეკემბერში. NASA-მ ეს მითი გააქარწყლა და მსგავს წინასწარმეტყველებებს ინტერნეტ-მისტიფიკაცია უწოდა.

ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 65 /
ეკა
დედამიწა კი არ განადგურდება სამოთხედ გადაიქცევა,ღმერთმა ადამიანი რომ შექმნა სამოთხეში დაასახლა,მაგრამ ადამ და ევას ცოდვების გამო სიკვდილი დავიმსახურეთ, განადგურდება დედამიწაზე ეშმაკი რომელიც დღეს ბატონობს და მისი საქმეები,ნუ გეშინიათ ხალხო იწამეთ ღმერთი და ეშმაკი ფეხებსაც ვერ მოგჭამთ!
18:39 / 07-01-2017
გამოხმაურება / 0 /
კესო-ს
ღმერთის დაიჯერე,რომელიც გვიპრდება,რომ დედამიწა არასოდეს განადგურდება,არამედ მხოლოდ ბოროტეულნი მოისპობიან.საოცარია,რომ ადამიანებს მოკვდავი ადამიანების სიტყვის უფრო სწამთ,ვიდრე უფლის სიტყვის,რომელიც არ არსებობს არ ასრულდეს
15:22 / 07-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ნიკოლოზ მეფე.
21 სექტემბრამდე ნურაფერი მოხდება, ოქროს დაბიდუბი მაქვს !!!!!!
15:15 / 07-01-2017
გამოხმაურება / 0 /
კესო
არ ვიცი დავიჯერო თუ არა
00:04 / 07-01-2017
გამოხმაურება / 0 /
ლალი
რა იდიოტები არიან ხალხს აშინებენ ხან 2012 წელს უნდა განადგურებულიყო ხან 2015 წელს სიკვდილის მეტი არაფერი იციან და ტყვილა აპანიკებენ ხალხს ვაი ამათ პატრონს
23:34 / 06-01-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS