06 იანვარი, 2017
2017 წლის ოქტომბერში დედამიწა განადგურდება - დევიდ მიდის სენსაციური განცხადება
ცნობილი მეცნიერი დევიდ მიდი, საკუთარ ნაშრომში "«Planet X: The 2017 Arrival»" სენსაციურ განცხადებას აკეთებს: 2017 წლის ოქტომბერში დედამიწა პლანეტა X -ს დაეჯახება და სრულიად განადგურდება. მეცნიერის თქმით, შეჯახების ფაქტი უკვე აშკარაა, თუმცა მის გასაჯაროვებას ერიდებიან, რადგან საზოგადოებაში პანიკას გამოიწვევს.

საკუთარი ჰიპოთეზის მთავარ მტკიცებულებად მიდი ბოლო დროს გახშირებულ მიწისძვრებს იშველიებს. მეცნიერის ნამუშევარში, სტატისტიკის მიხედვით, დედამიწაზე მიწისძვრების რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს, რაც პლანეტა X - ის მოახლოებაზე მეტყველებს.

მიდი გვაფრთხილებს, რომ უკვე 2017 წლის სექტემბერში, პლანეტა X-ი ქალწულის
თანავარსკვლავედში გაივლის, 5 ოქტომბერს კი მზეს მთლიანად გადაეფარება. მეცნიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოახლოებული კატასტროფის გამო, მსოფლიო ელიტამ უკვე დიდი ხნის წინ დაიწყო სპეციალური თავშესაფრების შენება.

უფრო ადრე, მედია მეცნიერების სხვა დასკვებსაც ავრცელებდა, რომლის მიხედვით პლანეტა X ურანსა და ნეპტუნს მზის სისტემიდან გამოაგდებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყნის აღსასრულის შესახებ მსგავსი სიახლეები მედიაში უკვე არაერთხელ გავრცელდა. მაგ: იგივე პლანეტა X-ს დედამიწა აქამდე ორჯერ უნდა გაენადგურებინა - 2015 წლის სექტემბერსა და დეკემბერში. NASA-მ ეს მითი გააქარწყლა და მსგავს წინასწარმეტყველებებს ინტერნეტ-მისტიფიკაცია უწოდა.

ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 65 /
ეთ, კომ
აღსასრული რომ მოახლოებულია, ამას რად უნდა ორი აზრი, გარყვნილება, ზიზღი, ბოროტება სუფევს დედამიწაზე და ღმერთი გაგვინაწყენდა თანდათან ხომ ამჩნევთ რა ხდება, ღმერთმა დაგვიფაროს და ვილოცოთ
10:05 / 27-06-2017
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
სამან ჩემით თვალით არ ვნახავ, ვერ დავიჯერებ:))
22:14 / 07-06-2017
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
დევიდ აცვამ გაჭირვებულს და გიხარია რაა :D :D
10:38 / 06-06-2017
გამოხმაურება / 0 /
ნიანია
გაგიხმეს ენა დევიდი ხარ თუ ვინცხა!:) ასე,2000 წელსაც დაემშვიდობა ხალხი ახლობლებს ამ იდიოტის "მეცნიერულ საფუძველზე"!
02:56 / 06-06-2017
გამოხმაურება / 0 /
ნუკრი
დევიდ მიდი(ანუ მითი) მითებს სთხზავს ეს კაცი პლანეტა X 2012 წლსაც უნა გავენადგურებინეთ 2013 წელსაც 2014 საც 2015 საც 2016 არვიცი
13:41 / 23-04-2017
გამოხმაურება / 0 /
ნასა01
ფანტასტიკი მეფეა სუფთა ... ამის გადაგებული პანტასტიკური ფილმები სასწაული იქნება
21:28 / 14-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ნატა
ეს დევიდი კაკულიას ბიძაშვილი ხომ არ არის?
00:59 / 04-03-2017
გამოხმაურება / 0 /
Veer Veronika.....
და რა მანტერესებს იცით?! თავშესაფარი სად ააშენეს დედამიწაზე თუ სხვა რომელიმე პლანეტაზე?! დედამიწა თუ განადგურდება,რა აზრი აქვს თავშესაფრის შენებას?!
23:42 / 24-02-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინო
დევიდ გასკდი გულზე კაკულია წინასწარმეტყველებს საქართველო გადარცებაო და შენ თუ გინდა მიწამ გყოს პირი :-)
21:21 / 23-02-2017
გამოხმაურება / 0 /
მერი
დევიდ მიდი..... მიდი რა აქედან რა.... ჩვენი ნებით უნდათ რომ გავიქცეთ სხვა პლანეტაზე და თვითონ აქ "იგულაონ"...
12:00 / 29-01-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS