06 იანვარი, 2017
2017 წლის ოქტომბერში დედამიწა განადგურდება - დევიდ მიდის სენსაციური განცხადება
ცნობილი მეცნიერი დევიდ მიდი, საკუთარ ნაშრომში "«Planet X: The 2017 Arrival»" სენსაციურ განცხადებას აკეთებს: 2017 წლის ოქტომბერში დედამიწა პლანეტა X -ს დაეჯახება და სრულიად განადგურდება. მეცნიერის თქმით, შეჯახების ფაქტი უკვე აშკარაა, თუმცა მის გასაჯაროვებას ერიდებიან, რადგან საზოგადოებაში პანიკას გამოიწვევს.

საკუთარი ჰიპოთეზის მთავარ მტკიცებულებად მიდი ბოლო დროს გახშირებულ მიწისძვრებს იშველიებს. მეცნიერის ნამუშევარში, სტატისტიკის მიხედვით, დედამიწაზე მიწისძვრების რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს, რაც პლანეტა X - ის მოახლოებაზე მეტყველებს.

მიდი გვაფრთხილებს, რომ უკვე 2017 წლის სექტემბერში, პლანეტა X-ი ქალწულის
თანავარსკვლავედში გაივლის, 5 ოქტომბერს კი მზეს მთლიანად გადაეფარება. მეცნიერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მოახლოებული კატასტროფის გამო, მსოფლიო ელიტამ უკვე დიდი ხნის წინ დაიწყო სპეციალური თავშესაფრების შენება.

უფრო ადრე, მედია მეცნიერების სხვა დასკვებსაც ავრცელებდა, რომლის მიხედვით პლანეტა X ურანსა და ნეპტუნს მზის სისტემიდან გამოაგდებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყნის აღსასრულის შესახებ მსგავსი სიახლეები მედიაში უკვე არაერთხელ გავრცელდა. მაგ: იგივე პლანეტა X-ს დედამიწა აქამდე ორჯერ უნდა გაენადგურებინა - 2015 წლის სექტემბერსა და დეკემბერში. NASA-მ ეს მითი გააქარწყლა და მსგავს წინასწარმეტყველებებს ინტერნეტ-მისტიფიკაცია უწოდა.

ანა გარელი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 65 /
inko
xalxo ra ver gaiget... nasam ukve daamtkica rom dedamiwis mimartulebit jerjerobit mxolod erti asteroidi modzaobs da isic dedamiwaze 2036dan 2039 wlisvsit miuaxlovdeba shesadzlo dajaxebit da ara uechveli dajaxebit. magram imdroisatvis mecnierebi amboben rom ragac aparetit misi kursidan amogdeba sheidzleba miwolit anu buqsirebis sashvalebittt.
17:15 / 12-10-2017
გამოხმაურება / 0 /
საბა
მოკლედ 2000 წელს,რომ გამოაცხადეს ეს ისეთი პანიკა იყო ხალხი ახლობებს ემშვიდობებოდა,მაგრამ მერე მიხვდნენ,რომ ამ მეცნიერებისათვის ყოველ წელს ახალახალი აპოკალიფსი იწყება,მაიას ტომები ყოველ წელს,რომ განადგურებას წინასწარ მეტყველებენ ძალიან მაინტერესებს 2000 წელს თუ გავნადგურდებოდით შემდეგ 2012-შიც რანაირად მოხდებოდა აპოკალიფსი უკვე განადგურებული განადგურდებოდა? ახლა კიდევ 2017 წელიო,რატომ უხეთქავენ ხალხს გულს ვერ ვხვდები,გამოვიდეს ეს ნასაც და უფრო სრული ინფორმაცია გაავრცელოს,თქვას მიზეზები რატომაცაა ეს ამბავი უბრალოდ სიცრუე.
02:03 / 08-09-2017
გამოხმაურება / 0 /
ციცი
არარსებულია! ღმერთი ჩვენთანაა! უფალი და დედაღვთისა წმინდა მარიამი გვმფარველობს! რა უბედურებაა, შეინახოს თავისთვის ეს ვაი-ინფორმაცია!
23:00 / 20-08-2017
გამოხმაურება / 0 /
ციცი გურიელი
ისედაც უამრავი პრობლემის მქონე ადამიანებს, არ უნდათ ასეთი საშინელი ვაი-ინფორმაციებით დათრგუნვა! არარსებულია!!!! ღმერთი არ გაგვწირავს! ღვთისმშობელი მუდამ დაგვიფარავს! რწმენაში გაძლიერდით ხალხო!
22:56 / 20-08-2017
გამოხმაურება / 0 /
მაკო
უკაცრავად მაგრამ ტუ დედამიწა ნადგურდება მიწის ქვეშა თავშესაფარის ვის რას უშველის ეს არის როგორც ყოველთვის ცრუ ინფორმაცია
19:46 / 29-07-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS