და როცა ნაძვის ხე ფერადი სანათებით თვალს ახარებს, სულიერად ბედნიერი არ ხართ. დღესასწაულები კი, მხოლოდ იმას გახსენებთ, რომ მარტოხელა ხართ. თავად ყიდულობთ და ფუთავთ საჩუქრებს თქვენი შვილებისთვის. ხოლო სიხარულს, რასაც ბავშვი მოგანიჭებთ, როცა ნანატრ სიურპრიზს მიიღებს, ვერავის გაუზიარებთ.
ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრის დადებისას აცნობიერებთ, რომ სინამდვილეში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ხის ქვეშ ვერ იპოვით.
მარტივია თავი დაკარგოთ იმაზე ფიქრით, რაც ამ დღეასწაულებზე არ გავქთ, თუმცა უმჯობესია ყურადღება
რადგან სწორედ ახლა გყავთ ბავშვები, რომლებსაც ტკბილად სძინავთ, ხოლო როცა საჩუქრებს მიიღებენ, გაბრწყინებული თვალებით თქვენს ჩასახუტებლად გამოემართებიან.
შესაძლოა მარტო იყოთ, მაგრამ მარტოხელა არასოდეს.
იქნებ მარტოხელა დედის ცხოვრება თქვენ არ აგირჩევიათ, იქნებ უბრალოდ ასე მოხდა და აღარც თოვლის ბაბუის გჯერათ, მაგრამ აუცილებლად უნდა იწამოთ ნათელი მომავლის თქვენი გულისა და ოჯახისთვის.
ახლა ზუსტად იქ ხართ, სადაც უნდა იყოთ.
საქმე იმაშია, რომ ხშირად არ გვესმის - ცხოვრებაში განსაცდელი უმიზეზოდ არ მოდის. გამოცდილება თქვენი ბედისწერისთვის გამზადებთ და წინ განსაკუთრებული ცხოვრება გელით. ახლა თქვენც ვინმეს სადღესასწაულო ნატვრა ხართ.
ლოდინი კი ღირს. უკვე იცით, რომ გჭირდებათ ადამიანი, რომელიც შეგიყვარებთ არამარტო თქვენ, არამედ თქვენს შვილებსაც. ბედისწერა მაშინ მოვა, როცა გიწერიათ და არა მაშინ, როცა გსურთ.
მანამდე კი საუკეთესო საჩუქარი თქვენი შვილების ღიმილი და სიყვარულია.
ანა გარელი