30 დეკემბერი, 2016
შორენას ბლოგი: ჩემი „ქალური ბედნიერება“!
ამას წინათ თანამშრომელმა ხუმრობით პლაკატი მაჩუქა, რომელზე გამოსახული სურათიც, დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს ნანახი აქვს: "ქართველი ქალის ახალი წელი!" - გაგახსენდათ? 

სურათზე ქალი რეცხავს, აუთოებს, ალაგებს, დარბის მაღაზიებში, არჩევს საჩუქრებს, აწყობს ნაძვის ხეს, უვლის ბავშვებს, აკეთებს სამსართულიან სადილებს და როცა საათი 12-ს ჩამოჰკრავს, ქანცგაცლილი და ღონემიხდილი მიეგდება სავარძელში! ესაა ჩვენი ახალი წელიც, შობაც და აღდგომაც!.. 

სამაგიეროდ, დამსახურებულად ვიღებთ გრძელ სადღეგრძელოს, რომელსაც სახელად ხან "მანდილოსნების" ჰქვია, ხან კი - "ქალური ბედნიერების"... 

ახლა, როცა ამ სტრიქონებს ვწერ,
უნებურად თვალწინ მიდგები შენ, რომელიც მთელ დღეს ფუსფუსში ატარებ. ნახევარი საათითაც რომ ჩამოჯდები, თითქოს, სინდისი გქენჯნის, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი ვერ მოასწარი. უცბად გამოცლი ფინჯან ყავას და ფანჯრების წმენდის შემდეგ იატაკის მოხეხვას იწყებ. საღამოსთვის ვახშამიც მოსამზადებელი გაქვს! - სამსახურიდან დაღლილ ქმარს ელოდები... ნიგვზის დაჭრაც უნდა მოასწრო გოზინაყისთვის, თორემ ახალი წელი უკვე კარს მოგადგა!
თვალწინ მიდგები შენც, ვინც მთელ დღეს სამსახურში ატარებ და საღამოს დაღლილი პირდაპირ სახლისკენ გარბიხარ, "ცალ ფეხზე" დგახარ ტრანსპორტში, სადაც ცხვირ-პირში უსიამოვნო ოხშივარს გასუნთქებენ... ერთი სული გაქვს, სახლამდე მიაღწიო, რომ ტანზე გამოიცვალო და ოჯახს მსუბუქი ვახშამი მაინც მოუმზადო - მშივრები შენ გელოდებიან!.. მერე საყიდლების სიას თვალი გადაავლო. მოუცლელობის გამო უკვე მერამდენედ გადადე მაღაზიებში წასვლა, მაგრამ იქნებ ბაზრობა სჯობდეს? - შედარებით იაფი დაგიჯდება, სამაგიეროდ, რკინის ქალამნებზე უფრო გამძლე ნერვები დაგჭირდება!.. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS