29 დეკემბერი, 2016
რა უნდა იცოდეთ ცოცხზე - ახალი წელი ახალი ცოცხის გარეშე წარმოუდგენელია
ახალი წელი ახალი ცოცხლის გარეშე წარმოუდგენელია - ყოველ შემთხვევაში, დიასახლისების დიდი ნაწილი ასე ფიქრობს. ცოცხს ხალხური წარმოდგენებიდან მოყოლებული, უამრავი მაგიური შესაძლებლობა მიეწერება. შეიძლება ეს დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ხალხურ სიბრძნეში აუცილებლად არის გასათვალისწინებელი რჩევები. რას ამბობს ხალხური სიბრძნე ცოცხის შესახებ.

* ცოცხი ყოველთვის ტარით ქვემოთ დადეთ. ასე სახლს დაუპატიჟებელი სტუმრების და უსიამოვნებებისგან დაიცავთ.

* გასათხოვარი გოგო, საქმრო რომ გამოუჩნდეს, ცოცხს ცხრაჯერ უნდა გადაახტეს.

* არასდროს გადახვეტოთ ნაგავი სახლის ზღურბლიდან - ფულს გახვეტავთ.

* არ გამოხვეტოთ ოთახი
მზის ჩასვლის შემდეგ - ავადმყოფობას მიიზიდავთ.

* არ გადააბიჯოთ ცოცხს.

* ახალი ცოცხი მზარდი მთვარის პერიოდში უნდა იყიდოთ და პირველი მოხვეტვისას სურვილი ჩაიფიქროთ.

* ერთ დღეს ორი ცოცხით გამოხვეტვა არ შეიძლება.

* დაუშვებელია, თქვენი სახლი სხვამ გამოხვეტოს, წარმატებას დაკარგავთ.

* ახალ სახლში გადასვლისას ძველი ცოცხი თან უნდა წაიღოთ.

* არ გამოხვეტოთ ოთახი, სანამ სახლში მიცვალებული ასვენია.

იხილეთ როგორ უნდა აირჩიოთ ცოცხი:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS