28 დეკემბერი, 2016
სადღესასწაულო სუფრის ყველაზე საშიში პროდუქტები
ბრიტანელმა ქიმიკოსმა კატრინ კარკალმა იმ პროდუქტების სია გამოაქვეყნა, რომლებიც საახალწლო სუფრისთვის არ უნდა გამოიყენოთ. ეს პროდუქტები ადამიანის ორგანიზმს ზიანს აყენებს.

კატრინის სიაში პირველ ადგილს იკავებს მარციპანი. მისი თქმით, დაფქული ნუში გამოყოფს ქიმიურ ელემენტებს, რომლებიც კუჭის წვენთან შერწყმის დროს ციანიდის წყალბადად გადაიქცევა, ამიტომ დიდი რაოდენობით მისი მიღება მთლიანობაში მომნელებელ სისტემას აზიანებს.

მეორე ადგილზეა მუსკატი
. ნივთიერება, რომელსაც მუსკატის კაკალი შეიცავს, ორგანიზმზე ამფიტამინის მსგავსად მოქმედებს. დიდი რაოდენობით მიღების დროს, ადამიანი ორგანიზმს რისკის ქვეშ აყენებს და შესაძლოა ჰალუცინაციები გამოიწვიოს.
საახალწლო სუფრაზე კი ნორმის განსაზღვა რთულია და სიკვდილის რისკზე დადგებით.

საახალწლო სუფრის სახიფათო გაფორმებაში ასევე შედის ფითრი და საშობაო ყვავილი.
როგორც წესი, ფითრი (დეკორატიული მცენარე) საშობაო ვახშმის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ მცენარე მომწამვლელ ნივთიერებას შეიცავს და რეფლექსური ბრადიკარდიის, ჰიპოტენზიის, სისხლძარღვების შევიწროების გამოწვევა შეუძლია. ხოლო შობის ყვავილის ფოთლებისა და ღეროების დაზიანების დროს თავისუფლდება ეთერები, რაც კანის გაღიზიანებას იწვევს.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS