27 დეკემბერი, 2016
7 რამ, რაც მილეულ მთვარეზე უნდა მოასწროთ, თუ უარყოფითი ენერგეტიკისგან განთავისუფლება გსურთ
მილეული მთვარის პერიოდი საუკეთესოა ნეგატიური გავლენისგან, დაავადების, კამათისა და პრობლემებისგან განთავისუფლებისთვის. იმისთვის, რომ მთვარის ახალმა ციკლმა თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს და ჰარმონია მოგიტანოთ, ეს 7 რამ აუცილებლად უნდა მოასწროთ:

1. ჩაატარეთ გენერალური დასუფთავება
პირადი ცხოვრების წმენდა, პირველ რიგში სახლიდან უნდა დაიწყოთ, რადგან ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტ დროს ვატარებთ. ამიტომ ყოველგვარი სინანულის გარეშე მოიშორეთ ყველა უსარგებლო ნივთი. კარგი იქნება თუ ფანჯრებს გაწმენდთ და ჟალუზებს გაასუფთავებთ.

2. გადაარჩიეთ ძველი წერილები და ფოტოები
ფოტოებზე, აღბეჭდილი ადამიანის,
ცხოველის ან ადგილის აურის ენერგეტიკული ანაბეჭდებია. თუ ფოტოებს არეულად ინახავთ, ან გარდაცვლილი და თქვენი ცხოვრებიდან გაუჩინარებული ადამიანების ბევრი სურათი გაქვთ, ბედნიერების მიზიდვა ძალიან გაგიჭირდებათ.

3. შეცვალეთ კვების რაციონი
მილეულ მთვარეზე შეგიძლიათ ზედმეტი წონის ან დაავადებებისგან განთავისუფლდეთ. ერთ-ერთი საუკეთესო გზა დიეტაა, დროებით უარი თქვით ცხიმიან, მარილიან, შებოლილსა და ტკბილ საკვებზე. მილეულ მთვარეზე ჯანსაღი კვება ბევრ პრობლემას მოგაშორებთ.

4. ვალის დაბრუნება
ფულის ენერგია მთვარის ციკლთან ძალიან მჭიდრო კავშირშია. ახალ მთვარეზე ფულის მისაზიდად, ძველი ვალი არ უნდა დაიბრუნოთ.

5. მოაწესრიგეთ ოთახის ყვავილები
სახლში ყვავილები ძალიან დიდ როლს თამაშობს: ენერგეტიკულ დონეზე, ისინი ნებისმიერი სახის ნეგატივს ფილტრავენ და მას პოზიტიურ ენერგიად აქცევენ. სიყვარულითა და მზრუნველობით უპასუხეთ ყვავილებს - გაახალისეთ, მოაშორეთ დაავადებული ღეროები, გადარგით დიდ ქოთანში.

6. მოიშორეთ ცუდი მოგონებები
თუ თქვენს ცხოვრებაში ცუდი რამ მოხდა და მოგონებები დღემდე გტანჯავთ, მილეული მთვარის ენერგია მისგან გაგანთავისუფლებთ. ამისთვის საკმარისია თმა შეიჭრათ, ხოლო შეჭრისას ცუდ მოვლენებზე იფიქრეთ. რაც მეტად გტანჯავთ წარსული, თმა მით უფრო მოკლედ უნდა შეიჭრათ.

7. შეწყვიტოთ უსარგებლო კავშირები
ეს პუნქტი იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, თუ უკვე დიდი ხანია თქვენს გარშემო მყოფებზე ფიქრობთ და გგონიათ, რომ რომელიმე ნაცნობი გატყუებთ. ასეთ დროს, მილეული მთვარის პერიოდი საუკეთესოა, რათა ადამიანებთან, რომლებიც არასასიამოვნო განცდებს გიტოვებთ, კავშირი გაწყვიტოთ.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS