26 დეკემბერი, 2016
აირჩიეთ გასაღები, რომელიც თქვენი აზრით, ზარდახშას გააღებს და გაიგეთ, რას მალავს თქვენი არაცნობიერი
1. ყველაზე უბრალო გასაღები აირჩიეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ რაციონალური და სტაბილური ადამიანი ბრძანდებით. საკმაოდ ჯიუტი და მიზანმიმართული ხართ. ცხოვრებაში გონებით და არა გრძნობით ხელმძღვანელობთ. გარშემო მყოფებს საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანი ჰგონიხართ. შეიძლება ან ასეთი ტაქტიკა აირჩიეთ, ან გარკვეულმა წარსულმა სიტუაციამ გაქციათ ასეთად.

2. რთული, ჩახლართული ორამენტებიანი გასაღები მიუთითებს, რომ საკმაოდ მკაცრად ექცევით გარშემო მყოფებს. ამის გამო ზოგიერთი გაგირბით კიდეც. ალბათ, ხელმძღვანელ თანამდებობაზე ხართ, ხელქვეითები პატივს გცემენ, მაგრამ ეშინიათ თქვენი. საკუთარ თავსაც კი მკაცრად ექცევით.
მოდუნდით, ყველანი ადამიანები ვართ და არა რობოტები.

3. ოთხფოთლიანი გასაღები თუ აირჩიეთ, ეს მიუთითებს, რომ ოპტიმისტი ადამიანი ხართ. ხელმძღვანელობთ პრინციპით: "ყველაფერი უკეთესობისკენ ხდება". ამ დევიზმა არაერთხელ გადაგარჩინათ ცხოვრებაში. თუმცა, ყურადღებით უნდა იყოთ, ზედმეტმა ოპტიმიზმა შეიძლება საშიშროება ვერ დაგანახოთ. იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS