1. ერთხელ მაინც შეცვალეთ კარიერა
დაახლოებით 20 წლიდან იწყებთ მუშაობას და მაშინ შესაძლოა ფიქრობთ, რომ ეს თქვენი ოცნების სამსახურია, მაგრამ 30 წლის ასაკში ხვდებით, რა გჭირდებათ სინამდვილეში. ხანდახან ერთი სამსახური ფულს გაძლევთ, მეორე კი სულიერ სიამოვნებას განიჭებთ. საქმე იმაშია, რომ ცხოვრებაში ორ სფეროში მაინც უნდა გამოსცადოთ თავი.
2. ჩაიდინოთ სიგიჟე
აუცილებელი არ
3. იცხოვრეთ იმით, რაც გაქვთ
საკმარისია ვალები, კრედიტები და მოჩვენებითი სიმდიდრე. 40 წლისთვის უკვე დროა ფინანსურად დამოუკიდებელი იყოთ - ეს იმას არ ნიშნავს იყოთ ძალიან მდიდარი, არამედ იცხოვროთ იმით, რაც გაგაჩნიათ.
4. შეიყვარეთ თავი
ვიღაცას ასაკის მატებასთან ერთად ამის კეთება უძნელდება - ნაოჭები, ავადმყოფობა და ა.შ. ზოგს კი პირიქით, უადვილდება, საკუთარ თავთან იმდენხანს იცხოვრა. მაგრამ ასე უფრო თავდაჯერებული გახდებით, რათა 40 წლისთვის გაიფურჩქნოთ.
5. იყოთ ეფექტური
თუ 23 წლის აღარ ხართ, იმას არ ნიშნავს, რომ აღარ შეგიძლიათ ლამაზი და მიმზიდველი იყოთ. მოკლე შავი კაბა საკმაოდ იდუმალი და სექსუალურია, ასევე ეფექტური იქნება მსუბუქი მაკიაჟი და ქცევა.
6. მიჰყევით ოცნებებს
ვიღაცისთვის ეს იგივეა, რაც "სიგიჟის ჩადენა", მაგრამ განა ის უფრო მეტი სიგიჟე არ არის, როცა არასდროს ცდით სასურველის ახდენას, მხოლოდ იმიტომ, რომ გეშინიათ?
7. სხვა ქვეყანაში წასვლა
შესანიშნავი საშუალებაა საკუთარი თავისა და გარშემო მყოფების სხვა თვალით დანახვა, გაიგოთ ვინ ხართ და სად არის თქვენი ადგილი სინამდვილეში.
8. გამოდით კომფორტის ზონიდან
ჩარჩოში საკუთარ თავს თავად სვამთ, მაგრამ საუკეთესო მის გარეთ გელით.
9. იპოვეთ აზრი
იპოვეთ ის, რაც თქვენს გულს ბედნიერებისგან ამღერებს. იმუშავეთ და იცხოვრეთ ამისთვის.
10. მამაკაცებისთვის კრიტერიუმების სია შეადგინეთ და ნაკლებზე არ დათანხმდეთ
40 წლისთვის შესაძლოა უკვე განქორწინებულიც იყოთ, მაგრამ ამ ასაკისთვის უკვე ზუსტად უნდა იცოდეთ ვინ გჭირდებათ, და ნუ შეეგუებით მათ, ვინც თქვენს კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.
11. იცოდეთ საკუთარი თავის ფასი
40 წლის ქალმა კარგად იცის რა სურს. მას უნდა ახსოვდეს საკუთარი თავის ფასი. ეს დაგეხმარებათ მიზნებზე კონცენტრირებასა და მათ შესრულებაში.
12. თავიდან დაიწყეთ
რთულია ყველაფრის დაკარგვა, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ნუ შეგეშინდებათ თავიდან დაწყების. გაბედულად შეხვდით ცვლილებებს.
13. გიყვარდეთ მთელი გულით
ნუ შეგეშინდებათ სიყვარულის, რადგან ღია და ვნებიანი სიყვარული ყველაფერს გადაგატანინებთ.
14. გაანდეთ ვინმეს თქვენი გრძნობები
ალბათ ხანდახან გეშინიათ ვინმე არ გაანაწყენოთ ან ფიქრობთ, რას იფიქრებენ სხვები და საკუთარ აზრს აკნინებთ. საკუთარი აზრის გამოხატვის გამბედაობა უნდა გქონდეთ, მაგრამ ტაქტიანად.
15. დაწერეთ მოთხრობა
40 წლისთვის ქალს უკვე საკმარისი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ საკუთარ შვილებს გაუზიაროს. აქამდე შესაძლოა ამაზე არასდროს გიფიქრიათ, მაგრამ უბრალოდ სცადეთ. სცადეთ ჩამოაყალიბოთ რჩევები, პრინციპები ან იქნებ მოგონებები თქვენს ცხოვრებაზე. შედეგი გაგაოცებთ!
ლეა ხიმშიაშვილი