23 დეკემბერი, 2016
ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ საპირფარეშოში ტელეფონს აღარასდროს შეიტანთ
ადამიანებს საპირფარეშოში ტელეფონის შეტანა უკვე ჩვევად ექცათ. როგორც აღმოჩნდა, ეს ძალიან მავნე ჩვევაა. ამით შესაძლოა თქვენი ორგანიზმი ისეთი მიკრობებისგან დაუცველი გახადოთ, როგორებიცაა სალმონელა, ე-კოლი და C.

"თუ ხელს იბანთ და ტელეფონს მერე იღებთ, ხელის დაბანა უკვე აღარ გიშველით: ბაქტერიები ტელეფონზე გავრცელებას მოასწრებენ. ტელეფონის კვლავ გამოყენებისას კი, ბაქტერიები მაშინვე თქვენს ხელებზე გადმოვა" - აცხადებს ჰიგიენის ექსპერტი, ექიმი ლიზა ასკერლი.

როგორ უნდა მოვიქცეთ? ამის შესახებ ექიმი რონ კატლერი განმარტავს:

"ამ პრობლემისგან თავის დაღწევის საუკეთესო გზა - უბრალოდ
ნუ შეიტანთ ტელეფონს საპირფარეშოში".

კატლერი ასევე განმარტავს, რომ ბაქტერიების რაოდენობა იმის მიხედვით იზრდება, თუ სად დევს ტელეფონი.

ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ ბაქტერიები მხოლოდ ხელებზე არ გადადის. ეს რა თქმა უნდა, ძირითადი გზაა, მაგრამ არა ერთადერთი.

ბაქტერიებს საკმაოდ გრძელ გზაზე შეუძლიათ "მოგზაურობა". პირადი ჰიგიენის საგნებს განსაკუთრებულად უნდა მოუაროთ - კბილის ჯაგრისი, სავარცხელი, ტუალეტისგან მოშორებით შეინახეთ.

"ტელეფონი ბაქტერიებისთვის მიმზიდველი საგანია. და თუ მას წებოვანი, ბინძური ხელებით ხელში დაიჭერთ, მაშინ ის ვირუსებისა და ბაქტერიებისთვის ნამდვილი საცხოვრებელი გახდება" - გვამცნობენ ექიმები.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS