და ძილის წინ, როცა ხელზე უკვე წასმული აქვს კრემი, ფეხები გაპარსული აქვს და კბილები გასუფთავებული, სასურველი დასვენებით გახარებული საწოლში წვება. ამ დროს ქმარი მისკენ ბრუნდება და ცოლი უკვე
დაკავდეს, თუ არა სექსით, აი, რა არის საკითხავი
ალბათ ახლა იტყვით, რომ ქვის ხანა არ არის და ქალს შეუძლია თავად აირჩიოს რაც სურს. ღრმად ჩაისუნთქეთ ქალებო, საქმე ამაში არ არის. აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ქალებს ხანდახან ავიწყდებათ ქმრისთვის დროის გამოყოფა და მათი ინტერესების ყველაფერზე მაღლა დაყენება. სექსი ხომ ისაა, რის მიცემაც მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ.
სექსი - მამაკაცისთვის რეალური ბუნებრივი მოთხოვნილებაა, როცა ქალების უმრავლესობისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი რამაა. მეცნიერულადაა დამტკიცებული, რომ ქალებს სექსი ისე არ სჭირდებათ, როგორც მამაკაცებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სექსი ჩვენი ცხოვრების უმშვენიერესი ნაწილი არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ ქალებს არ აქვთ ტესტოსტერონის იმდენად დიდი რაოდენობა, როგორც ეს მამაკაცებს აქვთ.
რაც შეეხება მამაკაცებს, რომლებიც სექსუალურ "მოთხოვნილებას" ბოროტად იყენებენ, ითხოვენ სექსს მაშინ, როცა შაკიკი ან გრიპი გტანჯავთ, ისინი ნამდვილი მამაკაცები არ არიან.
არც ერთი კარგი ქმარი არ მოგთხოვთ საკუთარი სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, როცა ცუდად ხართ.
თუმცა, არც ქალებმა უნდა დააყენონ მუდმივად საკუთარი სურვილები ქმრის მოთხოვნილებებზე მაღლა, მით უმეტეს თუ მისთვის თქვენი უარი სექსზე პრიორიტეტია. რატომ არ გაიხდით საპასუხოდ მის სექსუალურ მოთხოვნილებას პრიორიტეტად?
ლეა ხიმშიაშვილი