22 დეკემბერი, 2016
როგორ შეხვდეთ ცეცხლოვანი მამლის წელიწადს ისე, რომ სიყვარული და სიმდიდრე მოგიტანოთ - წინააღმდეგ შემთხვევაში წარუმატებელი წელი გექნებათ
ახალი 2017 წლის დადგომამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა მის შესახვედრად მოემზადოთ!

როგორ მორთოთ სახლი, რომელი კერძები მოამზადოთ ან როგორი სამოსი შეარჩიოთ, რათა 2017-მა წელმა თქვენს ცხოვრებაში ბედნიერება და სიხარული შემოიტანოს.

ცეცხლოვანი მამლის წელიწადი ზოდიაქოს ყველა ნიშნისგან განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს. თუმცა ნუ შეგეშინდებათ მისი მოჩხუბარი ბუნების. მამალი მხოლოდ მათ მიმართაა დაუნდობელი, ვინც უპატივცემულოდ და უსამართლოდ იქცევა.

Rating

მთელი წლის განმავლობაში მზად იყავით დიდი ცვლილებებისთვის, რადგან მებრძოლი ჩიტი ყოველთვის იმისკენ ისწრაფვის, რომ
ამ სამყაროში რაღაც შემოიტანოს. 2017 წელი განსაკუთრებით მდიდარი იქნება ქორწილებით და მამლის ფრთის ქვეშ აღსრულებული ეს კავშირები, ბედნიერი და ხანგრძლივი იქნება. განქორწინებები იშვიათად მოხდება - მამალი მეოჯახე ფრინველია და ოჯახის ღირსებებს არ შელახავს.



ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მამალი მიმტევებელი იქნება ჩამოუყალიბებელი წყვილების მიმართ - 2017 წლის სიმბოლო მათ მიმართ საკმაოდ მკაცრია და წყვილისგან მოითხოვს ხშირად გადახედონ ერთმანეთის ურთიერთობებს, ვიდრე ერთმანეთთან კავშირს დაამყარებენ. დამდეგი წლის პირველი და მეორე დეკადა ამ წამოწყებებს მხარს დაუჭერს.

მამლის გულის მოსაგებად, 31 დეკემბერს სათანადოდ უნდა შეხვდეთ. გამოთქმა " როგორი განწყობითაც შეხვედბი ახალ წელს, ისე გაატარებ მთელ წელს" ტყუილი არ არის. ეს ნამდვილად მოქმედებს.

სად და ვისთან ერთად უნდა შეხვდეთ 2017 წელს

Rating

მამალი შინაური ფრინველია. უყვარს სითბო და სიმყუდროვე. ამიტომ საუკეთესო ვარიანტია ახალ წელს სახლში, ოჯახურ გარემოში შეხვდეთ. სუფრა უხვი უნდა იყოს, მაგრამ არა ზედმეტად. მამალი სტუმართმოყვარე ფრინველია, ამიტომ თითოეულ სტუმარს მცირე საჩუქარი მოუმზადეთ. საახალწლო სუფრის შემდეგ სუფთა ჰაერზე გადით, გაისეირნეთ.
სახლი მორთეთ ისე, როგორც მამალს მოეწონება. ყველაფერი ძალიან მარტივია, მთავარია მამალი თავს სასურველ და ძვირფას სტუმრად გრძნობდეს.

1. მამალი - სოფლის ფრინველია, ამიტომ შეჰმატეთ სოფლის ატრიბუტები, გააკეთეთ დეკორაციული ბუდე და ნუ დაგავიწყდებათ მარცვლეული.
Rating
2. მამალი - შინაური ფრინველია, სიმყუდროვისა და სითბოს მოყვარული. ამიტომ სახლში იქონიეთ პლედები, ბალიშები, სალფეთქები, სუფრის გადასაფარებლები, ყველაფერი რაზეც ფიქრობთ, რომ სახლს არა მარტო ლამაზს, არამედ თბილსა და მყუდროს ხდის.

3. გამოიყენეთ მამლის ფიგურები (რაც მეტი იქნება, მით უკეთესი). მოსართავად არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ბუმბული და კვერცხი, ამას შეუძლია წარმატება მთელი წლის განმავლობაში დაგაკარგინოთ!

როგორ გააფორმოთ საახალწლო სუფრა
Rating
1. სუფრისთვის შეარჩიეთ წითელი გადასაფარებელი ან ნებისმიერი ცეცხლოვანი ფერი.
2. თუ გაქვთ ხის ჭურჭელი აუცილებლად გამოიყენეთ.
3. სუფრის მორთვისას შექმენით სოფლის განწყობა. მამალს ეს ძალიან გაახარებს.

რომელი კერძები უნდა იყოს ცეცხლოვანი მამლის საახალწლო სუფრაზე

Rating

1. თავი შეიკავეთ ექსტრავაგანტულ კერძებზე, სუფრა იყოს უხვი, მაგრამ გადაჭარბების გარეშე. ყველაფერი უჩვეულო და მდიდრული შეგიძლიათ 1 იანვარს გამოიტანოთ.
2. უპირატესო მიანიჭეთ ვეგეტარიანულ კერძებს. თუ ხორცის გარეშე არ შეგიძლიათ, გახსოვდეთ, რომ ფრინველის ხორცი სუფრაზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს. ამით მამალს ძალიან გაანაწყენებთ.
3. მამალს ძალიან უყვარს ტკბილეული და ცომეული.

რაც მთავარია, სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს მამლის ფიგურა ან მისი გამოსახულება, სწორედ ისინი მოგიტანთ ბედნიერებასა და კეთილდღეობას.

როგორ მორთოთ ნაძვის ხე

Rating
1. ნაძვის ხე უნდა იყოს ნათელი და ბრჭყვიალა.
2. ბურთები და სათამაშოები, წითელი და ოქროსფერი შეარჩიეთ. ან ეს ფერები უნდა ჭარბობდეს.
3. სათამაშოების გარდა ნაძვის ხის მოსართავად შეგიძლიათ გამოიყენოთ კანფეტები ან მანდარინი.
4. აუცილებლად გაახარეთ მამალი და ნაძვის ხის ქვეშ მოათავსეთ მარცვლეულით სავსე თეფში.

როგორ შეიმოსოთ ახალ წელს

Rating
თითქმის ყველა ზოდიაქოს ნიშანს შეუძლია წელს ნათელ და თვალისმომჭრელ სამოსში გამოეწყოს. შეგიძლიათ ჩაიცვათ წითელი-ნარინჯისფერი კაბა. არ დაგავიწყდეთ აქსესუარები. წესები მამაკაცებზეც ვრცელდება, თუმცა თუ წითელ კოსტიუმს არ ჩაიცვამთ, შეგიძლიათ გაიკეთოთ წითელი ჰალსტუხი ან ბანტი.

როგორი მაკიაჟი გაიკეთოთ

Rating
სამოსის მსგავსად ნათელ და ექსტრავაგანტულ მაკიაჟზე შეჩერდით. წითელი პომადა, ნათელი ჩრდილები, გაზრდილი წამწამები - ცეცხლოვანი მამლის შესახვედრად იდეაულური არჩევანია.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ლილი
ნინი კარგად გამაცინეე
00:59 / 27-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ქათმის ხორცი არშეიძლებაო რო წერთ არიცით რო მამალს დედალი უნდა დაახვედროთ თუგინდათ მამლის კარგ განწყობაზე დაყენება
23:56 / 24-12-2016
გამოხმაურება / 0 /
მაია
კარგია ახლაი წელი და სხვა დგესასწაულებიც მაშინ თუ არაფრის პრობლემა არ გაქ..ამ დაქცეულ ქვეყანაში საიდან ამდენი რამ ხალხს ცარიელი პურის ფული არ გააჩნია და მორთვაზე და ჩაცმაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი...გმერთმა ყველას მშვიდობიანი ახალი წელი გაუთენოს...
20:03 / 23-12-2016
გამოხმაურება / 0 /
ნაკა
ესეიგი თუ ყველა ეს წესი არ დავიცავით,დავღუპულვართ და ეს არის.ახალ წელს ყველა ისე ხვდება როგორც სურს.ჩემს ბავშვობაში სულ არ ვიცოდით რისი წელი მოდიოდა,მაგრამ ბედნიერი და ხალისიანი განწყობა სულ მუდამ იყო ჩემს ოჯახში.გილოცავთ ყველას დამდეგ შობა ახალ წელს
10:59 / 23-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS