საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სხვადასხვა ორგანიზაციებში, სავაჭრო ცენტრებში ყველგან საშობაო ჰანგებია გაჟღერებული. ფასდაკლებების სეზონი ოფიციალურად გახსნილია და დადგა დრო, როცა ნათელი უნდა მოეფინოს ვინ იქცეოდა წელს კარგად და ვინ - არც თუ ისე შესაშური ჯილდო დაიმსახურა.
ბავშვების შემთხვევაში, საჩუქრის არჩევა ძალიან მარტივია, რადგან ისინი საყვარელ სანტას უგზავნიან
რაც შეეხება, ზრდასრულ ადამიანებს, საქმე არც ისე იოლადაა.
რატომღაც, პირველ რიგში, თითქმის ყველას ახსენდება სუნამო, მაგრამ უჩნდებათ ორიგინალური საჩუქრის გაკეთების სურვილი და ამიტომ, ფიქრს განაგრძობენ, რა გაგრძელება მოჰყვება ამას, ფანტაზიის უნარსა და ბიუჯეტზეა დამოკიდებული.
ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე ორიგინალური საახალწლო საჩუქრის იდეას.
1)რთულია ადამიანის ნახვა, რომელსაც ლამაზი ჭიქა არ გაახარებს, ცხელ ჩაისთან ერთად ბევრად უფრო მარტივია, ცივი ზამთრის გადატანა. ვისაც, ჩაი არ უყვარს, შეუძლია მიირთვას კომპოტი, ყავა ან ცხელი შოკოლადი. ცხელი სითხის მიღების დროს, ადრესატს ყოველთვის გაახსენდებით. ჭიქის საკუთარი დიზაინით შექმნა და შეკვეთა არაერთ მაღაზიაში შეგიძლიათ.
2)ფეხი სხეულის ის უბანია, რომელშიც ყველა ნერვული დაბოლოება ერთად იყრის თავს, ამიტომ მას სითბო სჭირდება. ლამაზი საახალწლო ორნამენტებით გაფორმებული წინდა, არანაკლებ სიამოვნებასა და სიხარულს მიანიჭებს თვენს საყვარელ ადამიანებს.
3)სამკაულები ყველას არ უყვარს, თუმცა ბეჭდის, ყელსაბამის ან სამაჯურის მომხმარებელი მაინც იქნება თქვენი ახლობელი. შეუძლებელია ერთ-ერთი მათგანი მაინც არ ხიბლავდეს, ან ჯვარს არ ატარებდეს. ამგვარი აქსესუარების დიდი არჩევანია მაღაზიებსა და ინტერნეტ-მაღაზიებში, ასე რომ გაახარეთ მეგობრები და ოჯახის წევრები ლამაზი აქსესუარებით.
4)ხელები ძალიან მგრძნობიარე კიდურებია, პირველ რიგში სწორედ ისინი გვატყობინებენ ტემპერატურის ვარდნის შესახებ. აჩუქეთ თბილი ხელთათმანი საყვრელ ადამიანს, შემატეთ თავდაჯერებულობა ზამთრის სუსხიან დღებში.
5) ნაძვის ხის სათამაშო ძალიან სიმბოლური საჩუქარია. თუ არჩევანს ამ უკანასკნელზე შეაჩერებთ, თქვენ ადრესატის საშობაო განწყობის ნაწილი გახდებით.
6) ეს პუნქტი ძალიან ინდივიდუალური და მრავალფეროვანია. როგორ ატარებს თავისუფალ დროს თქვენი მეორე ნახევარი/ოჯახის წევრი/ მეგობარი? თუ ის აზარტული ადამიანია აჩუქეთ მას დომინო, კარტი, ჭადრაკის დაფა, პოკერი, ან საუკეთესო შემთხვევაში იქსბოქსი. ფოტოების გადაღება უყვარს? უყიდეთ ლამაზი ჩარჩო. თუ ბევრი ლამაზი მოგონება გაკავშირებთ, გაუკეთეთ ფოტოალბომი, ხელოვან ადამიანს დიდ სიხარულს მიანიჭებთ საქარგავით, მოლბერტით, ბლოკნოტით ან ლამაზი კალმით. ყურსასმენები ან საყვარელი ბენდის/მუსიკოსის/მომღერლის ალბომით, უდავოდ მადლიერები დაგრჩებიან მელომანი ადამიანები.
7)საფულით გინდათ გაულამაზოთ განწყობა ვინმეს? კარგი გადაწყვეტილებაა, ეს ყველასთვის საჭირო ნივთია, მაგრამ აუცილებლად ჩადეთ საფულეში მონეტა. ამბობენ ცარიელი საფულე ფინანსური დაღმავლობის საწინდარიაო, ვინ იცის, იქნებ ცრუ რწმენაა, მაგრამ დავაზღვიოთ საყვარელი ადამიანი დაზარალებისგან.
8)კარგი ღვინო ან კონიაკი ბედნიერი წუთების აღსანიშნავად საახალწლოდ ზედ გამოჭრილი საჩუქარია. ასევე, მწეველი ადამიანისთვის შესანიშნავი საჩუქარი იქნება "გრეენ სმოკე", ჩიბუხი, ჩილიმი ან სიგარა.
9)ორიგინალური იქნება, კედლის საათი რომელზეც ციფრების ნაცვლად წყვილის გამოსახულებებია, ან რაიმე წარწერით, მაგ.: "რა მნიშვნელობა აქვს დროს, მაინც დაიგვიანებ", და ა.შ.
10)თუ მატერიალური საშუალება გაქვთ ღუმელით, მობილურით, მტვერსასრუტით, უთოთი და სხვა ტექნიკით ნებისმიერ ადამიანს განსაკუთრებულ სიამოვნებას მიანიჭებთ, თუმცა ეს ფინანსებზეა დამოკიდებული.
ყურადღება მიაქციეთ საჩუქრის შეფუთვას და ჩუქების ცერემონიას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გახსოვდეთ, ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა აჩუქოთ საყვარელ ადამიანს, მთავარია საჩუქარი სიყვარულით იყოს გაკეთებული.
მარიამ კაკაურიძე
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებსაც!