რომელ ზეთებზე უნდა თქვათ უარი
1. ყურძნის ზეთი
ის რეკომენდებულია, როგორც ძალიან სასარგებლო ზეთი, მაგრამ ამ რეკლამას მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს. ყურძნის ზეთი ძალიან დიდი რაოდენობით ცხიმოვან მჟავებს, ომეგა-6-ს შეიცავს. ომეგა-6-ის ასეთი დიდი რაოდენობა ანთებით პროცესებს გამოიწვევს, რაც საბოლოოდ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, სიმსივნეს, აუტოიმუნურ დაავადებებს იწვევს.
2. რაფსის ზეთი
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ზეთი, ცნობილი როგორც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო.
რაფსის ზეთი შეიცავს ტოქსიკურ ერუკის მჟავას, რაც
3. სოიოს ზეთი
სოიოს ზეთის 54 % ომეგა-6-გან შედგება, რაც ანთებით პროცესებსა და ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს. სოიო შეიცავს ბევრ ფიტინის მჟავასა და ტრიფსინის ინჰიბიტორებს, რაც ხელს უშლის ვიტამინების, მიკროელემენტებისა და ცილების გათავისებას. სოიო ასევე შეიცავს ფიტოესტროგენს, რაც ჰორმონების ნორმალურ გამოყოფას არღვევს და სიმსივნით დაავადების რისკს ზრდის.
4. კარაქის მცენარეული შემცვლელები
კარაქის მცენარეული შემცვლელები - ეს რაფსისა და სოიოს ნარევია.
5. სიმინდის ზეთი
არსებობს მოსაზრება, რომ სიმინდი ბოსტნეულია, მაგრამ სინამდვილეში ბალახია. სიმინდის ზეთი 58% ცხიმოვან მჟავას ომეგა-6-ს შეიცავს - ეს ზედმეტად დიდი რაოდენობაა და ანთებას იწვევს.
ლეა ხიმშიაშვილი