მაგრამ ჩვენ საჩუქრის 7 ვარიანტს გთავაზობთ, რომლებიც ყველა მამაკაცს სურს, მაგრამ ამას ხმამაღლა არასდროს იტყვის:
1. დრო
მამაკაცს თქვენთან უბრალოდ დროის გატარება სურს. შეგიძლიათ დაკავდეთ იმით, რაც მას მოსწონს ან გააოცეთ თქვენი იდეებით. მას მართლა სჭირდება თქვენთან ერთად დროის ნაყოფიერად გატარება, განსაკუთრებით ზამთრის ასეთ მყუდრო და რომანტიკულ სეზონზე.
2. სითბო
ქმრის სიყვარული არასდროს შეწყვიტოთ, მაგრამ განსაკუთრებულ დღეებში შეგიძლიათ კიდევ უფრო მეტი კოცნა და ჩახუტება აჩუქოთ.
3. სიტყვები
სიტყვები - დედამიწაზე ყველაზე ძლიერი რამაა და მათ შეუძლიათ იდეალური საჩუქრებად იქცნენ თქვენი ქმრისთვის. თუ მას თქვენს გრძნობებს წერილობით გაუზიარებთ და ბარათს გაუგზავნით, ეს მისთვის ძალიან კარგი საჩუქარი იქნება.
4. გაგება
თუ კარგი საჩუქრის გაკეთება გსურთ, დაფიქრდით რის გაკეთება უყვარს თქვენს ქმარს. თუ სტრესული სამსახური აქვს, მოუწყვეთ რაიმე მოდუნებისთვის. უბრალოდ იყავით ყურადღებიანი და გაიგეთ, რა შეიძლება სჭირდებოდეს ან სურს.
5. მოგონებები
ყველას უყვარს კარგი მოგონებები. შეაგროვეთ ისინი და შექმენით რაღაც საინტერესო: ვიდეორგოლი სასიამოვნო მომენტებით, ფოტოების ჩარჩო, რასაც ახლა იშვიათად აკეთებენ. შეაგროვეთ ყველა კონცერტის ბილეთი სადაც ყოფილხართ, შექმენით მოგონებების წიგნი.
6. სიყვარული
ეს საუკეთესო საჩუქარია თითოეულისთვის და ზემოთ მოყვანილი ყველა ჩამონათვალი სიყვარულთანაა დაკავშირებული. საჩუქარს იყიდით, თუ საკუთარი ხელით დაამზადებთ, მთავარია როგორი გრძნობით გააკეთებთ ამას.
თქვენი საჩუქრის მთავარი დანიშნულება ისაა, რომ მამაკაცმა იგრძნოს, გააცნობიეროს და იცოდეს, რამდენად ძლიერად გიყვართ ის.
ლეა ხიმშიაშვილი