16 დეკემბერი, 2016
საუკეთესო საშუალება, შეამოწმოთ, ხართ თუ არა ბედნიერი ქორწინებაში
თუ პერანგის შეკვრა სულ უფრო მეტად გიჭირთ, შარვალზე კი ღილები აღარ გყოფნით, ეს შესაძლოა კარგის ნიშანი იყო, რადგან თუ მეცნიერებას დავეყრდნობით, ამტკიცებს რომ ქორწინებაში ბედნიერი ხართ.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ საუკეთესო საშუალება გაიგოთ, რამდენად ბედნიერია ადამიანი ქორწინებაში - დააკვირდით მოიმატებს, თუ არა წონაში ქორწინების შემდეგ.

აშშ-ში კვლევების შედეგების გამოქვეყნებისას, აღმოჩნდა, რომ თუ ქორწინების შემდეგ ორივე პარტნიორი ბედნიერია, ისინი თითქმის ყოველთვის იმატებენ წონაში. მინიმუმ ერთ-ერთი მათგანი მაინც.

169 ყველაზე განსხვავებულ წყვილზე დაკვირვების შემდეგ, დასკვნა ერთია: ბედნიერი წყვილებიდან,
ერთ-ერთი მაინც იმატებს წონაში, უბედურ წყვილს შორის კი მსგავსი რამ არ ხდება.

მიზეზები ბანალურია.

მეცნიერები ამბობენ, რომ სტაბილურ, ბედნიერ ურთიერთობაში მყოფი ადამანები, შინაგანი ზეწოლისგან თავისუფალი არიან, რის ქვეშაც სხვა დანარჩენები ცხოვრობენ - ეს დაძაბულობა "პარტნიორის მიზიდვის აუცილებლობაა".

მოკლედ რომ ვთქვათ, თუ დარწმუნებული ხართ, რომ პარტნიორი არ მიგატოვებთ, აღარ გჭირდებათ ყველა ნაცნობსა თუ უცნობზე შთაბეჭდილების მოხდენა.

დიახ, თუ ქორწინებაში უბედური ხართ, მაშინ შინაგანად ღია ხართ ახალი ურთიერთობებისთვის, ამიტომ იძულებული ხართ ფორმა შეინარჩუნოთ.

გასაკვირი არ იქნება, თუ ქორწინებაში მყოფი ყველა უბედური მკითხველი იტყვის: "სისულელეა. მე ქორწინებაში ბედნიერი ვარ, მაგრამ წონაში არ ვიმატებ". ეს ყველაფერი ევოლუციის წვრილი ინსტრუმენტებია: თქვენი ცნობიერი ერთს ამტკიცებს, ქვეცნობიერი კი - სხვას.

რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღეში სამი ყუთი პიცა და ხუთი ბოთლი ლუდი ბედნიერ ურთიერთობას გთავაზობთ.
თავად მკვლევრები აღნიშნავენ, რომ სტაბილურ და ემოციურად ჯანსაღ ურთიერთობას, ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ გავლენასაც ახდენს.

კვლევის წამყვანი ავტორი, ფსიქოლოგი, ანდრეი მელცერი ამბობს, რომ ბედნიერი წყვილი ერთმანეთის ჯანმრთელობაზე ერთად უნდა ზრუნავდეს, რამდენადაც ზედმეტი წონა ხშირად დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მიზეზი ხდება.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS