15 დეკემბერი, 2016
5 ფრაზა, რომლებიც ბავშვს წარუმატებელ ადამიანად აყალიბებს
ბავშვთან ურთიერთობისას ხშირად ვიყენებთ ისეთ ფრაზებსა და სიტყვებს, რომლებიც უმჯობესია არ ვთქვათ.
ვერც კი ვიაზრებთ, როგორი ტკივილის მიყენება შეუძლია მშობლის სიტყვებს. ზოგიერთ ფრაზას, მაშინაც კი, თუ კარგი განზრახვითაა ნათქვამი, ბავშვის ფსიქიკის ტრავმირება შეუძლია.

1. "აი, მე შენს ასაკში..."
ნურასდროს შეედრებით ბავშვს. თუ თქვენ სკოლაში გაკვეთილებს ადვილად აბარებდით ან სპორტში წარმატებას მიაღწიეთ, ეს თქვენი შვილისთვის საყვედური არ უნდა იყოს.
ბავშვი მხოლოდ იმას ხედავს, რომ თქვენ მასზე ძლიერი და ჭკვიანი ხართ, რადგან უფროსი ხართ. თუ შვილს აგრძნობინებთ, რომ
ყოვეთვის ასეთი იყავით, ის ხელს ჩაიქნევს.

2. "შენ ეს არ შეგიძლია"
"როგორი არასპორტული ხარ", "დათვმა ყურზე დაგაბიჯა?", "ეს ნახატი კი არა, რაღაც სისულელეა". რამდენად ხშირად ეუბნებით შვილებს მსგავს ფრაზებს?

როგორც წესი, მშობლებს სურთ საკუთარი შვილი ყველაფერში საუკეთესო იყოს. ბევრი ვერ ხვდება, რომ ყველა ვუნდერკინდი არ იქნება. თუ ბავშვს რაიმე მოსწონს, ამ სიამოვნებას ნუ წაართმევთ. მხარი დაუჭირეთ მის ნებისმიერ წამოწყებას, მაშინაც კი, თუ დასაწყისში ცუდად გამოუვა. ბავშვის ფსიქიკა ძალიან მგრძნობიარეა და ერთ დაუფიქრებელ ფრაზასაც დიდი სულიერი ტრავმის მიყენება შეუძლია.

3. "მამაშენივით ხარ"
მნიშვნელობა არ აქვს როგორი ინტონაციით ან ქვეტექსტებით ამბობთ ამ ფრაზას, მას შეუძლია ბავშვი უარყოფით ქმედებამდე მიიყვანოს. თუ ამით ბავშვს ცუდ საქციელზე მიანიშნებთ, ეს შინაგან კონფლიქტს იწვევს. ბავშვი აცნობიერებს, რომ ის მამამისივით ცუდია და შეცვლა არ გამოუვა.

4. "ჭკუიდან გადაგყავარ"
ამ ფრაზით, თქვენს უძლურობასა და არაკომპეტენტურობას აღიარებთ და ბავშვს პასუხისმგებელს ხდით თქვენს მდგომარეობაზე. თუ ნამდვილად ცუდ ხასიათზე ხართ, არ ღირს თავი ისე მოაჩვენოთ, რომ თითქოს ყველაფერი კარგადაა. უმჯობესია ჯერ დამშვიდდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დაუთმოთ ბავშვებს ყურადღება.

5. "შენ მე მარცხვენ"
თუ მშობლებს შვილის რცხვენიათ, მას საკუთარი თავისაც რცხვენია. ბავშვის ფსიქიკა ძალიან სათუთია და ისრუტავს ყველაფერს, რაც გარშემო ხდება. ეს პრობლემა დროსთან ერთად არ ქრება და წლების შემდეგ დაკომპლექსებასა და თავდაჯერებულობის დაკარგვას იწვევს.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS