13 დეკემბერი, 2016
მსოფლიოში სიმსივნით დაავადებულთა რაოდენობა კატასტროფულად იმატებს - კვლევები
პირველად ისტორიაში ექიმებმა ონკოლოგიური დაავადებების გაზრდილი რიცხვი დააფიქსირეს.

გასული 10 წლის მანძილზე სიმსივნით დაავადებულთა რაოდენობა 33%-ით გაიზარდა.

ამის შესახებ ამერიკელი მეცნიერები წერენ.

ახლა მეცნიერები ამ საშიშ დაავადებასთან საბრძოლველად ახალ მეთოდებს ქმნიან, მაგრამ სამწუხაროდ მეთოდები ნაკლებად ეფექტურია. ზოგიერთი ხალხურ სამკურნალო საშულებებს იყენებს, დანარჩენები დატესტილ პრეპარატებს მიმართავს.

მიუხედავად ამისა, პრობლემა კვლავ აქტუალურია. გასულ წელს, პლანეტის საერთო მოსახლეობიდან სიმსივნით 17 მილიონი ადამიანი დაავადდა, მათგან 8,7 მილიონი გარდაიცვალა.

მეცნიერები ამბობენ, რომ სიმსივნე მეორე ადგილს იკავებს, სიკვდილიანობის გამომწვევ მიზეზებს შორის.
სიმსივნით დაავადებულთა ყველაზე დიდი მაჩვენებელი, განვითარებად ქვეყნებში ფიქსირდება, სადაც პროფილაქტიკისა და დიაგნოსტიკის დაბალი დონეა. დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზები ჯერ არ დასახელებულა, თუმცა ძირითად მიზეზად ეკოლოგიური დაბიძნურება მიიჩნევა.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS