ამიტომ, ამჯერად ვისაუბრებთ როგორ მიიქციოს მამაკაცმა ქალის ყურადღება, საკმარისი პატივისცემა გამოიჩინოს მის მიმართ, ისე რომ არ შეაშინოს.
მაშ ასე! ყველაზე ეფექტური კომპლიმენტები ყველა ქალისთვის:
1. "ის, როგორც შენ *ჩასვით საჭირო ქმედება*, უბრალოდ შესანიშნავია"
ძნელად შესამჩნევი მახასიათებელი ან გოგონას შესაძლობლობის აღნიშნვნა, მას მიანიშნებს, რომ ყურადღებიანი ხართ. თუ არ იცით, როგორ ამზადებს ან მუშაობს, შეგიძლიათ უბრალოდ აღნიშნოთ როგორ იღიმის, ნაზად, როგორ ჩნდება
2. "შეიძლება შენი აზრი გავიგო რაღაც საკითხზე? შენ ყოველთვის გონივრულად აზროვნებ"
ამით აჩვენებთ, რომ ის ჭკვიანად მიგაჩნიათ და მის აზრს პატივს სცემთ. ეს ქალის აზროვნებას აღვიძებს.
3. "შენთან ისე კომფორტულად ვარ, რომ შემიძლია ვიყო ის, რაც ვარ"
ეს უსაფრთხოების შეგრძნებას ქმნის და ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაჰყავს. გოგონა ნდობას გრძნობს და უფრო გიახლოვდებათ.
4. "აქ ყველა ბიჭი შენ გიყურებს"
ეს საყვარელი კომპლიმენტია. ქალს სურს სასურველი იყოს არა მარტო საკუთარი პარტნიორისთვის. თუმცა იმას არ ნიშნავს, რომ მათთან დაწოლა უნდა. უბრალოდ დამატებითი ყურადღებაა ის, რაც მათ სჭირდებათ. ასევე ეჭვიანობა - არწმუნებს საკუთარ მიმზიდველობაში და თავდაჯერებულობას ჰმატებს.
5. "მომწონს, როცა *ჩასვით საჭირო სამოსი* იცვამ"
ქალებს მოსწონთ, როცა მამაკაცისთვის სულერთი არ არის როგორ გამოიყურება. მოსწონს, როცა მამაკაცი ურჩევს სამოსს, თუ, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი გემოვნება არ აქვს.
ლეა ხიმშიაშვილი