08 დეკემბერი, 2016
როგორ გაიგოთ თვალების მოძრაობის მიხედვით რაზე ფიქრობს ადამიანი
დიახ, თვალები სულის სარკეა. რა თქმა უნდა, თუ თავს გააკონტროლებთ ემოციების დამალვა შესაძლებელია, თუმცა როგორც წესი ადამიანებს ავიწყდებათ, რომ თვალები გასცემს. ადამიანის მზერას, შეუძლია მიგანიშნოთ რაზე ფიქროს ადამიანი გარკვეულ მომენტში.

როცა ადამიანს დაჟინებით სურს ტყუილის გადაფარვა და გააზრებულად იტყუება, ცდილობს, თვალებში გიყუროთ. თვალებში გამჭოლი მზერით გიყურებთ, რათა გაიგოს გჯერათ, თუ არა მისი ტყუილის.

ხოლო, როცა ადამიანს ტყუილში მოულოდნელად გამოიჭერენ, ცდილობს თქვენი ყურადღება დაუყოვნებლივ სხვა თემაზე გადაიტანოს - სხვა ოთახში გადის საქმეზე ან ფეხსაცმლის თასმების შეკვრას
იწყებს ან ფურცლების დალაგებას და ა.შ.
ხანდახან ადამიანი თვალებში იმიტომ გიმზერთ, რომ თანადგომის დანახვა სურს. შესაძლოა არ გატყუებდეთ, მაგრამ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული არ იყოს.

ყურადღება მიაქციეთ თვალების დახამხამებას. ტყუილის დროს ხშირად გაუზარებლად ბევრს ახამხამებენ, რადგან ეს სტრესია.

გარდა ამისა, თვალების მომატებული ხამხამი იმაზე მიანიშნებს, რომ მას საუბრის თემა არ სიამოვნებს და ტკივილს აყენებს. ხოლო რაც უფრო იშვიათად ახამხამებს ადამიანი თვალს, მით უფრო ბედნიერია.

კითხვის დასმის დროს, ადამიანს თვალებში უყურებთ, როცა პასუხს ისმენთ. როგორც წესი, თუ თვალები გვერდით გაურბის, ე.ი. იხსენებს, რომ სიმართლე გითხრათ. მნიშვნელოვანია ასევე, რომელ მხარეს იხედება.

გთავაზობთ ფსიქოლოგ-ნეიროლინგვისტების მიერ შედგენილ სქემას, სადაც გაიგებთ რაზე მიანიშნებს თვალების მოძრაობა:

მაღლა-მარჯვნივ - რეალური მოვლენების სურათს იხსენებს, რაც საკუთარი თვალით ნახა.

მაღლა- მარცხნივ - ფანტაზირებს, იგონებს ახალ სურათს, შესაძლოა ტყუილს.

დაბლა-მარჯვნივ - ამბობს იმას, რაშიც დარწმუნებულია.

დაბლა-მარცხნივ - იხსენებს რეალურ შეგრძნებებს, სუნსა და გემოს.

პირდაპირ- მარჯვნივ - ხმოვანი მოგონება, გადმოსცემს იმას, რაც რეალურად მოისმინა.

პირდაპირ-მარცხნივ - იგონებს სიტყვებს, ეძებს, როგორ გაჟღერდება უფრო უკეთესად. თავად არ მოუსმენია.

პირდაპირ - ყურადღებით ისმენს, იღებს ინფრომაციას.

ლეა ხიმშიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS