1. იდეალური დედები არ არსებობენ
მომუშავე დედა მუდამ იგლიჯება სახლსა და ოჯახს შორის. მას სურს, ყველაფერი იდეალურად გააკეთოს. ფრანგებს აქვთ კარგი გამონათქვამი: "იდეალური დედები არ არსებობენ". ნუ ეცდებით, იყოთ იდეალური. ასევე, ცდილობენ, ბავშვებს ყურადღების კონცენტრირება, თვითკონტროლი და კომუნიკაბელურობა ასწავლონ,
2. ყოველთვის უნდა გქონდეთ შემოსავლის საკუთარი წყარო
ფრანგი დედები დარწმუნებული არიან, რომ ქალს თავისი შემოსავლის წყარო უნდა ჰქონდეს. თუნდაც შეძლებული ქმარი გყავდეს, არ არის გამორიცხული, ერთ დღეს ყველაფერი დაინგრეს. ეს მიდგომა ძალზედ პრაგმატულია, არასოდეს იცი, რა გელის ხვალ.
3. არ შეიძლება მთელი ცხოვრება შვილს შესწირო
მშობელი მუდამ ზრუნავს შვილზე, მაგრამ ხანდახან საკუთარ თავსაც უნდა დაეთმოს დრო და ყურადღება. იპოვეთ რაიმე გატაცება. ფრანგები დარწმუნებული არიან: თუ გამუდმებით შვილის გარშემო ტრიალებთ, ეს პირველ რიგში მას აზიანებს.
4. დროდადრო, როცა ბავშვს შორდებით, საუკეთესო დედა ხდებით
თუ ბავშვი თქვენს ყოფნას გამუდმებით იგრძნობს, ზრდასრულ ცხოვრებაში დამოუკიდებლობას ვერ მიეჩვევა. ეს არ ნიშნავს, რომ 2-3 კვირით უნდა მიატოვოთ შვილები. უბრალოდ, ნუ მოაბეზრებთ მათ თავს განუწყვეტელი მზრუნველობით, აცადეთ თქვენი მონატრება.
5. დაივიწყეთ დანაშაულის გრძნობა
არ აქვს არავითარი აზრი, განიცადოთ დანაშაულის გრძნობა იმის გამო, რომ მუშაობთ. მთავარია - სათანადოდ იურთიერთობოთ თავისუფალ დროს. მოუსმინოთ მას, ითამაშოთ და ასწავლოთ მოთმინება. იხილეთ სრულად მარაო.ge-ზე