01 დეკემბერი, 2016
აურიეთ ეს ორი ინგრედიენტი და სტრიებისგან სამუდამოდ განთავისუფლდებით
სტრიებისგან განთავისუფლება ყოველგვარი ძვირადღირებული სამედიცინო პროცედურებისგანაც შეიძლება. თანაც, მნიშვნელობა არ აქვს როგორ გაგიჩნდათ - წონაში სწრაფად კლების თუ ფეხმძიმობის შემდეგ.

სტრიები ფეხმძიმობისას ძირითადად მკერდისა და მუცლის მიდამოებში ჩნდება. მაღაზიებსა და აფთიაქებში კი ხშირად გვთავაზობენ საშუალებებს, რომლებიც თითქოს დაგეხმარებათ. თუმცა ამ საშუალებებში შემცველი ინგრედიენტები თქვნთვის კარგად ნაცნობ პროდუქტებშიც არის - ყავა და ზეითუნის ზეთი. თანაც დიდი რაოდენობით!

კოფეინის მასა რბილად ქერცლავს კანს და ხელს უწყობს კოლეოგენის გამომუშავებას. ზეითუნის ზეთი კი კანისთვის საჭირო ქსოვილების განადგურებას უშლის ხელს.

ალბათ ხვდებით როგორი იქნება მათი საერთო შედეგი.

როგორ მოამზადოთ ეს უებარი ნაზავი:

- 1 ს.კ. ზეითუნის ზეთს დაუმატეთ 1 ჩ.კ. დაფქული ყავა.

- ნარევი ნაზი, წრიული მოძრაობებით წაისვით სტრიებზე.

- გააგრძელეთ პრობლემური ადგილების დაზელა 5 წუთს.

- შემდეგ ნარევი გაიჩერეთ კიდევ 20 წუთს.

- და საბოლოოდ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

- როცა კანი გამოშრება, წაისვით ნებისმიერი დამატენიანებელი კრემი.

- მაქსიმალური ეფექტის მისაღებად, ნარევს დაუმატეთ 1 ჩ.კ. ყავისფერი შაქარი.

- პროცედურა კვირაში 3 - ჯერ გაიმეორეთ.

ლეა ხიმშიაშვილი

წყარო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მარისა
სისულელეა.. რა არ ვცადე, ნაცნობი კრემევიდან დაწყებული, მუმიოთი დამთავრებული, მაგრამ შედეგი ნული. პლუს, ორსულად არ ვყოფილვარ და მკერდი ჩემი ტკივილია
02:44 / 03-12-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS