გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიაში ქრონიკული დაღლილობის გამო ყოველწლიურად ათი ათასობით ადამიანი მიმართავს ექიმს.
ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი, მაგი დე ბლოკი ამ საკითხს გამოეხმაურა. მან დაღლილობა დაავადებად მიიჩნია და საზოგადოებას "გადაღლილობის" პროფილაქტიკისთვის საჭირო ზომების მიღებას დაჰპირდა.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ამ ფენომენის დაავადებად აღიარება იმ თანხას, რასაც სადაზღვევო კომპანია მომუშავე პირს ექიმთან ვიზიტის შემთვევაში უნაზღაურებს 70 % -მდე გაზრდის.
სამსახურში მოსახლეობის ფსიქოლოგიურმა დატვირთვამ ბოლო დროს
აღსანიშნავია, რომ სამსახურში "გადაღლილობის" პრობლემა სადაზღვევო სიაში პირველად მხოლოდ რამდენიმე დამსაქმებელმა შეიტანა, 2014 წელს. საკმაოდ ხშირად ამ პრობლემის წარმოქმნის მიზეზი შტატების შემცირება გახლდათ. ამ დროს დანარჩენ მუშახელზე დატვირთვა იზრდება, მაგრამ სამსახურიდან დათხოვნის შიშით, გაპროტესტებას ვერ ბედავენ.
ლეა ხიმშიაშვილი