რა შეიძლება დავარქვათ ამგვარ ურთიერთობას - განსხვავდებული აზროვნება, ამორალური საქციელი თუ სიყვარულში იმედგაცრუება? ამის ამოხსნა თქვენთვის მოგვინდვია.
გათხოვილი ქალი გამოტყდა, რომ მისი ურთიერთობა, ქმართან პარალელურად, დამატებით 4 ადამიანისგან შედგება. მისი თქმით სხვა მამაკაცები მის ქორწინებას კიდევ უფრო ამყარებენ.
34 წლის ალისა გვიყვება, რომ უკვე თითქმის ნახევარი ცხოვრება ქორწინებაშია, თუმცა მას შემდეგ, რაც ქმართან ერთად გადაწყვიტა სექსუალური ცხოვრების გამრავალფეროვნება, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა.
თავდაპირველად
"ახლა 4 სხვა პარტნიორი მყავს. საშუალოდ თვეში ორი შეხვედრა გვაქვს სხვა ადამიანებთან. ხანდახან თვეები გადის და სექსით მხოლოდ ერთმანეთთან ვკავდებით, ხანდახან კვირაში 3-ჯერ სხვებს ვხვდებით".
"მე პოლიგამური ურთიერთობებისკენ ვიხრები. დიდ ოჯახში გავიზარდე, ბევრი ყურადღება მჭირდება, ბევრი სიყვარული მაქვს, რომლის გაზიარებაც მსურს.
თავისუფალი ურთიერთობები ამის კეთებაში მეხმარება, მთელ ამ ტვირთს მხოლოდ ქმარზე ვერ გადავიტან".
წყვილი პირველად მაშინ მიხვდა რომ თავისუფალი ურთიერთობები სჭირდებოდათ, როცა 18 წლის იყვნენ და ჟურნალში ტესტის კითხვაზე - თუ რას ფიქრობენ მონოგამიურობაზე, პასუხს სცემდნენ. ორივემ უპასუხა, რომ ეს არარეალური მოლოდინია.
ალისა ამბობს, რომ არასდროს იტყოდა უარს სხვა ადამიანთან პირველი კოცნით განცდილ სიამოვნებაზე. ამიტომ ძალიან გაუხარდა, როცა ქმარმა მონოგამიურობაზე მისი შეხედულება გაიზიარა.
პენი ლეინი