11 სექტემბერი, 2020
"მე ვარ ეპიდ-კონტაქტი "ქორწილის კლასტერიდან", თავს ვალდებულად ვთვლი სიცხადე შემოვიტანო სიტუაციაში"
პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლის­ში გა­მარ­თულ­მა ერ­თმა ქორ­წილ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის 5 კლას­ტე­რი შექ­მნა. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ეს მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი წვე­უ­ლე­ბა რეს­ტო­რან "მრა­ვალ­ჟა­მი­ერ­ში" გა­ი­მარ­თა, რის შემ­დე­გაც კო­რო­ნა­ვირუ­სი 5 პირს და­უ­დას­ტურ­და.

მე­დი­ით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ რეს­ტო­რა­ნი და­კე­ტი­ლია. მისი და­კეტვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მას შემ­დეგ მი­ი­ღეს, რაც მთავ­რო­ბამ მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი გა­აგ­ზავ­ნა იმის შე­სა­ხებ, რომ თუკი ვინ­მე იმ­ყო­ფე­ბო­და ამ რეს­ტო­რან­ში, სა­კუ­თა­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, გა­და­ე­მოწ­მე­ბი­ნათ.

ერთ-ერთი პირი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ ქორ­წილ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს. დი­მიტ­რი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი წერს, რომ ქორ­წილს 42 ადა­მი­ა­ნი
ეს­წრე­ბო­და.

"მე ვარ ერთ-ერთი ეპიდ-კონ­ტაქ­ტი ე.წ. "ქორ­წი­ლის კლას­ტე­რი­დან"

ამა­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბარს ამ მოვ­ლე­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე არ ვგეგ­მავ­დი, მაგ­რამ რად­გა­ნაც დღეს პრე­მი­ერ­მა ლა­მის მთლი­ა­ნად ამ ქორ­წილს და­აბ­რა­ლა მე­ო­რე ტალ­ღის და­წყე­ბა (რა­ზეც ჩვენს ეპი­დე­მი­ო­ლო­გებს ჯერ არა­ფე­რი უთ­ქვამთ, მაგ­რამ სა­ვა­რა­უ­დოდ გა­ხა­რი­ას სი­ტყვას არ გა­დათ­ქვა­მენ), თავს ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლი, გარ­კვე­უ­ლი სი­ცხა­დე შე­მო­ვი­ტა­ნო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში.

როცა და­ინ­ფი­ცი­რე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი და­დას­ტურ­და, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ამ ამ ქორ­წი­ლის აღ­წე­რი­სას ასე­თი ფრა­ზა თქვა: "5 ჯგუ­ფუ­რი შემ­თხვე­ვა გვაქვს ამ 45-ში, ჯგუ­ფუ­რი გახ­ლავთ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ქორ­წი­ლი­დან თბი­ლის­ში"

არ გა­ინ­ტე­რე­სებთ ეს "ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ქორ­წი­ლი" რამ­დენ ადა­მი­ანს გუ­ლის­ხმობს? 42

42 ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვით ქორ­წილ­ზე და ეს ყო­ფი­ლა თურ­მე "ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი" ღო­ნის­ძი­ე­ბა. ქალ­ბა­ტონ მა­რი­ნას ჰკი­თხეთ ერთი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სიის წარ­დგე­ნას რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო და იყო თუ არა ესეც ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ ქორ­წილს

ყვე­ლა­ნი ვი­ყა­ვით იზო­ლი­რე­ბულ კუ­პე­ში, რომ­ლის შე­სას­ვლელ­შიც გა­ვი­ა­რეთ დე­ზო­ბა­რი­ე­რი და გაგ­ვი­ზო­მეს სი­ცხე (ამა­ზე ვხუმ­რობ­დი კი­დე­ვაც, აქ რომ სი­ცხე ამო­გიგ­დოს და სუფ­რა­ზე ვერ მოხ­ვდე კა­ცით­ქო). მა­გი­დე­ბი გან­ლა­გე­ბუ­ლი იყო ერ­თმა­ნე­თის­გან დიდი და­შო­რე­ბით და თი­თო­ე­ულ სუფ­რა­ზე მხო­ლოდ 6 ადა­მი­ა­ნი ვის­ხე­დით. ტრა­დი­ცი­უ­ლი ღრე­ო­ბის მსგავ­სი სუფ­რი­დან სუფ­რა­ზე სირ­ბი­ლი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბით ვახ­ტან­გუ­რე­ბის სმა და უაზ­რო კოც­ნა-ლოშ­ნა არ გვქო­ნია. მეტ-ნაკ­ლე­ბად თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლად ვი­ყა­ვით, ზო­გა­დი ეპიდ.სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

ანუ, რა გა­მო­დის: ჩა­ვა­ტა­რეთ ღო­ნის­ძი­ე­ბა, რომ­ლის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბაც კა­ნო­ნი­ე­რად გვქონ­და მო­ნი­ჭე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ექ­ცე­ო­და სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­ცე­მუ­ლი ეპიდ. რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის ქვეშ და რო­მელ­ზეც დამ­სწრე არც ერთ (!) ადა­მი­ანს რა­ი­მე ჩი­ვი­ლი არ აწუ­ხებ­და.

სა­ნამ აქ ვი­ღა­ცე­ე­ბი ბჭო­ბენ, კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბი მო­გო­ნი­ლი რი­ცხვე­ბია თუ არა, მა­ნამ­დე ჩემი ყო­ვე­ლი დილა სა­ნა­თე­სა­ო­ში რეკ­ვით და იმის გარ­კვე­ვით იწყე­ბა, ვინ­მეს ვირუ­სი ხომ არ და­უ­დას­ტუ­რა ტეს­ტი­რე­ბამ. ამ­ჟა­მად ლე­ჩხუმ­ში მცხოვ­რე­ბი ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა ზუგ­დი­დის კლი­ნი­კა­ში ჩOVID-19-ის დი­აგ­ნო­ზით წევს.

სა­ნამ ვი­ღა­ცე­ე­ბი ამ ამ­ბავ­ზე ღლი­ცი­ნებთ, მა­ნამ­დე ჩემი დღე რუ­ტი­ნუ­ლად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნილ ნა­თე­სა­ვებ­თან და­რეკ­ვით და მათი ამ­ბე­ბის გა­მო­კი­თხვით გრძელ­დე­ბა.

სა­ნამ იმას გა­ნიც­დით, რომ "ძაან თეს­ლი გუ­ლა­ო­ბე­ბი გა­ი­მა­ზა", მა­ნამ­დე მე ჩემი გან­მე­ო­რე­ბი­თი ანა­ლი­ზის პა­სუ­ხებს ვე­ლო­დე­ბი. ჩემ მა­გი­და­ზე მყოფ­თა­გან 3 უახ­ლო­ე­სი ნა­თე­სა­ვი ახლა ზუგ­დი­დის კლი­ნი­კა­ში წევს (მათ­გან ერთი ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბით), 1 პა­სუხს დღეს ვე­ლო­დე­ბით და 2 გა­და­ვურ­ჩით ვირუსს.

ჰოდა, სა­ნამ ვინ­მე გა­მო­ვა და მო­რა­ლის­ტურ პე­დეს­ტალ­ზე დამ­ხო­ბი­ლი და­ი­წყებს ღა­ღადს, იქამ­დე და­ფიქ­რდეს, რამ­დე­ნად სრუ­ლად და ზუს­ტად იცავს თვი­თონ რე­კო­მენ­და­ცი­ებს? რამ­დე­ნად და­უც­ვე­ლია იმის­გან, რომ სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ურ­ე­კონ და უთხრან, რომ ეპიდ.კონ­ტაქ­ტია?" - წერს ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS