18 მარტი, 2016
რუსი გოგონას დაუჯერებელი აღსარება - ''გათხოვილი ვარ და კიდევ 4 ადამიანს ვხვდები''
ერთ-ერთ რუსულ ბლოგზე 34 წლის რუსი ქალბატონის აღსარებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

რა შეიძლება დავარქვათ ამგვარ ურთიერთობას - განსხვავდებული აზროვნება, ამორალური საქციელი თუ სიყვარულში იმედგაცრუება? ამის ამოხსნა თქვენთვის მოგვინდვია.

გათხოვილი ქალი გამოტყდა, რომ მისი ურთიერთობა, ქმართან პარალელურად, დამატებით 4 ადამიანისგან შედგება. მისი თქმით სხვა მამაკაცები მის ქორწინებას კიდევ უფრო ამყარებენ.

34 წლის ალისა გვიყვება, რომ უკვე თითქმის ნახევარი ცხოვრება ქორწინებაშია, თუმცა მას შემდეგ, რაც ქმართან ერთად გადაწყვიტა სექსუალური ცხოვრების გამრავალფეროვნება, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა.

თავდაპირველად
სხვა ადამიანებთან, როგორც წყვილმა, შეხვედრა დაიწყო. 5 წლის წინ კი ცალ-ცალკე დაიწყეს სიარული. ალისას ხანდახან კვირაში 3 შეხვედრა აქვს, სხვადასხვა მამაკაცთან.

"ახლა 4 სხვა პარტნიორი მყავს. საშუალოდ თვეში ორი შეხვედრა გვაქვს სხვა ადამიანებთან. ხანდახან თვეები გადის და სექსით მხოლოდ ერთმანეთთან ვკავდებით, ხანდახან კვირაში 3-ჯერ სხვებს ვხვდებით".

"მე პოლიგამური ურთიერთობებისკენ ვიხრები. დიდ ოჯახში გავიზარდე, ბევრი ყურადღება მჭირდება, ბევრი სიყვარული მაქვს, რომლის გაზიარებაც მსურს.

თავისუფალი ურთიერთობები ამის კეთებაში მეხმარება, მთელ ამ ტვირთს მხოლოდ ქმარზე ვერ გადავიტან".

წყვილი პირველად მაშინ მიხვდა რომ თავისუფალი ურთიერთობები სჭირდებოდათ, როცა 18 წლის იყვნენ და ჟურნალში ტესტის კითხვაზე - თუ რას ფიქრობენ მონოგამიურობაზე, პასუხს სცემდნენ. ორივემ უპასუხა, რომ ეს არარეალური მოლოდინია.

ალისა ამბობს, რომ არასდროს იტყოდა უარს სხვა ადამიანთან პირველი კოცნით განცდილ სიამოვნებაზე. ამიტომ ძალიან გაუხარდა, როცა ქმარმა მონოგამიურობაზე მისი შეხედულება გაიზიარა.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
ნუკი
ნინი ძალიან ცდები თუ გგონია,რომ ეს ამერიკის გავლენაა! რუსეთში ყოველთვის იყო და არის მსგავსი ამბები...ნეტავ ჩვენთან იყოს ისეთი მყარი ოჯახები,როგორც ამერიკაშია და როგორც ისინი აფასებენ და უფრთხილდებიან ერთგულებას! გწერ ამერიკიდან,ვიცი,რასაც ვამბობ!
19:48 / 03-08-2017
გამოხმაურება / 0 /
იზი
ჯინა საგულდაგულოდ მალვა არ ქვია მაგას შუბლის ძაღღვის სიმრთელე, სიყვარული, ერთგულებაც ქვია.
15:56 / 16-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ფაფარს
ფაფარმა, რომ პროცენტების ანგარიში არ იცოდეს, რა გასაკვირია.
00:39 / 13-05-2016
გამოხმაურება / 0 /
eka
ყველა კაცი მაგაზე ფიქრობს საქართველოში და ქალებიც უკვე არანაკლებ,მაგრამ ჯერ ბოლომდე არ არის ქართველი ქალი გადაგვარებული,ჯერ კიდევ ბევრია საბედნიეროდ წესიერი ქალბატონი,მაგრამ კაცების უმრავლესობას გამოვლილი აქვს ასეთი ცხოვრება და ნელ-ნელა ამცირებენ პარტნიორთა რაოდენობას ასაკთან და ფინანსებთან ერთად,ცოლებისგან კი ერთგულებას ითხოვენ.საშინლად შეუხედავი მამაკაცს,რომელსაც ნორმალური ცოლი ჰყავს,თვალი და გული მაინც სხვისკენ გაურბის და გულს ტკენენ მეუღლეებს.რომელი კაციც ერთგულ ცოლს არ დააფასებს,ასეთი შევიდეს სახლში ...ნამუსი უნდა ქონდეს ადამიანს თორემ სურვილები და ფანტაზიები ამოუწურავიაააა....ადამიანი იმიტომ ხარ რომ ყველგან და ყოველთვის ის არ აკეთო რაც გინდა ,თორემ ცხოველი თუ ხარ,მიდი მიუშვი ნებაზე..გულის ამრევია ეს ,,მანდილოსანი''
14:24 / 04-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ფაფარს
კაცები ხომ უარს იტყვიან რაა?!
13:46 / 28-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ჯინა
ქეთის, შენ არ გინდა "თითქმის" რომ იყო? საქმე იმაშია რომ საქართველოში პროცენტულად უფრო მეტნი არიან მასეთები ოღონდ საგულდაგულოდ მალავენ,რუსეთში არა.
13:35 / 28-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ამერიკაში და ევროპაში ოჯახს დიდ პატივს სცემენ და ღალატს არ პატიობენ.ასე რომ ყველაფერ ცუდს მათ ნუ მიაწერთ.აი,რუსეთი კი სულ სხვაა.რუს ლოთ მამაკაცს ვინ უყურებს მთელი ცხოვრება,მაგიტომ არიან რუსი ქალები თითქმის ყველა ...
12:02 / 28-04-2016
გამოხმაურება / 0 /
პაპარაცის ნათესავი
ევროპის დედაც :დდდ მიგვაერთეთ რუსეთთან!
10:01 / 28-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანი
როგორ იგრძნობა უკვე ამერიკის გავლენა, იქაც ყველაფერი მოსულა.ასეთი ურთიერთობები აღარც უკვირთ
09:50 / 28-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ფაფარი
ქართველი ქალების 90% მხარს დაუჭერს ასეთ ცხოვრებას!
03:03 / 28-04-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS