დედამთილს ჩემი რძლობა პირველივე დღიდან არ ესიამოვნა. თურმე თავისი შვილისთვის თანამშრომლის გოგო ჰყავდა შერჩეული და იმ ქალთან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა.
მე და ერეკლე სიყვარულს არავისთან არ ვმალავდით. მშობლებთან ერთად კალთაში ჩამისვამდა და გულში მიხუტებდა. ერთ დღეს დედამთილმა რაღაც უცნაური საჭმელი
დედა რუსი ჰყავს და დამაჯერა, ვითომ მათი ტრადიციული კერძი იყო. არ მომეწონა გემო, თან ვერ მივხვდი, რაღა იმ დროს გააკეთა, როცა სახლში ჩვენ გარდა არავინ იყო. შემდეგ დაამატა, რადგან არ მოგწონს, კაცებსაც არ მოეწონებათ და გადავყრიო.
იმ დღიდან დაახლოებით ორი კვირა გავიდა, როცა პირველად ერეკლეს მიმართ საშინელი სიძულვილი ვიგრძენი. რამდენიმე დღეში კი გამოვუცხადე, რომ მასთან ცხოვრება არ შემეძლო და სახლი დავტოვე. შოკში ჩავარდა, არ მიშვებდა, მაგრამ წინააღმდეგობა ვეღარ გამიწია.
სახლში დავბრუნდი და ორ დღეში დედაჩემს უცნობმა ადამიანმა დაურეკა. სწორედ მან უთხრა, როგორ დაეხმარა ჩემს დედამთილს ჯადოს გაკეთებაში. უთხრა, სამი დღეა ჩემი შვილი ავარიაში მოყვა და მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ვლოცულობ.
ძლივს გიპოვეთ, ვიცი, თქვენი ცოდვა არ მომასვენებსო. მას შემდეგ სამი თვე გავიდა. რას აღარ ვაკეთებ იმისთვის, რომ ქმრის სიყვარული დამიბრუნდეს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი მეშველა.
ერეკლე კი ჯიუტად მელოდება და წარმოდგენა არ აქვს დედამისის ჩადენილი ბოროტების შესახებ.
ჟურნალი ''რეიტინგი''