21 აგვისტო, 2013
დედამთილმა ვირის ტვინი მაჭამა
არ მომეწონა გემო, თან ვერ მივხვდი, რაღა იმ დროს გააკეთა, როცა სახლში ჩვენ გარდა არავინ იყო ჯადოსი და მსგავსი სისულელეების არასოდეს მჯეროდა სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცადე. სიგიჟემდე მიყვარდა ქმარი და დღეს მისი დანახვაც აღარ მინდა.

დედამთილს ჩემი რძლობა პირველივე დღიდან არ ესიამოვნა. თურმე თავისი შვილისთვის თანამშრომლის გოგო ჰყავდა შერჩეული და იმ ქალთან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა.

მე და ერეკლე სიყვარულს არავისთან არ ვმალავდით. მშობლებთან ერთად კალთაში ჩამისვამდა და გულში მიხუტებდა. ერთ დღეს დედამთილმა რაღაც უცნაური საჭმელი
მაჭამა.

დედა რუსი ჰყავს და დამაჯერა, ვითომ მათი ტრადიციული კერძი იყო. არ მომეწონა გემო, თან ვერ მივხვდი, რაღა იმ დროს გააკეთა, როცა სახლში ჩვენ გარდა არავინ იყო. შემდეგ დაამატა, რადგან არ მოგწონს, კაცებსაც არ მოეწონებათ და გადავყრიო.

იმ დღიდან დაახლოებით ორი კვირა გავიდა, როცა პირველად ერეკლეს მიმართ საშინელი სიძულვილი ვიგრძენი. რამდენიმე დღეში კი გამოვუცხადე, რომ მასთან ცხოვრება არ შემეძლო და სახლი დავტოვე. შოკში ჩავარდა, არ მიშვებდა, მაგრამ წინააღმდეგობა ვეღარ გამიწია.

სახლში დავბრუნდი და ორ დღეში დედაჩემს უცნობმა ადამიანმა დაურეკა. სწორედ მან უთხრა, როგორ დაეხმარა ჩემს დედამთილს ჯადოს გაკეთებაში. უთხრა, სამი დღეა ჩემი შვილი ავარიაში მოყვა და მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ვლოცულობ.

ძლივს გიპოვეთ, ვიცი, თქვენი ცოდვა არ მომასვენებსო. მას შემდეგ სამი თვე გავიდა. რას აღარ ვაკეთებ იმისთვის, რომ ქმრის სიყვარული დამიბრუნდეს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი მეშველა.

ერეკლე კი ჯიუტად მელოდება და წარმოდგენა არ აქვს დედამისის ჩადენილი ბოროტების შესახებ.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 31 /
კიკნაძე დარეჯანი
როგორ სჰეიძლება დედამტილებზე ასეტი რამეების ცერა , არ დაგავიცხდეტ ვისაც ბიჩები გკავტ კველა დედამტილები გახდებიტ .გოგონებს ტავიდანვე განაცხობტ დედამტილების მიმარტ ცუდად .იქნებ ზოგი რზალი დედამტილზე უარესიც არიის.
14:48 / 02-11-2017
გამოხმაურება / 0 /
ვახტანგ
აუ ახლა მივხვდი, რატომ არ მიყვარს შაურმა რა. და იმასაც მივხვდი, რატომ არ უმართლებთ შაურმის მოყვარულ ხალხს. :)
10:44 / 16-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
დამენგრა ოჯახი და როგორ აგვიდგინო
22:31 / 05-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ეეეეეეეე
მეც მინდა ეგეთი დედამთილიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
23:45 / 05-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მადონა
როგორ არ ეშინიათ უფლის და როგორ აკეთებენ ესეთ საშინელებებს.
14:47 / 28-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
იმედი მაქვს უფალო მოიღებს წყალობას და ეს გოგო და ბიჭი შერიგდებიან. მითუმეტეს აშკარად უნდა შერიგება. ალბათ მოძღვარიც ყავს და ლოცულობს კიდეც. არსებობს ლოცვები რაც ჯადოს ხსნის. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.
10:18 / 23-08-2013
გამოხმაურება / 0 /
შარაფინო
90-ში ნახალოვკაში ქალი გარდაიცვალა,თვალი ვერ დაუხუჭეს,მოიყვანეს მოძღვარი,და მიცვალებულს შენდობის ლოცვა წაუკითხა,მაინც არაფერი შეიცვალა.აღმოჩნდა გარდაცვლილი მგლის ქონიდან ამზადებდა რაღაც საწამლავს,რომელსაც ძირითადათ ქალები იყენებდნენ მამაკაცის დასამორჩილებლად,ეს რომ გახმაურდა,რაც მოძღვარს დაუმალეს ოჯახის წევრებმა,საზოგადოების წინაშე ბოდიში მოიხადა და უფალს შენდობა სთხოვა.
05:27 / 23-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალა
რომელ საუკუნეში ცხოვრობთ,რომ ისევ გჯერატ ჯადოს არსებობის?ჯადო არა მადო,ეკლესია იმიტომ აღიარებს ჯადოს არსებობას,რომ რაც შეიძლება მეტი ფული გააკეთოს...
00:24 / 23-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუცა
ეს პრობლემა არასოდეს მქონია, თუმცა სხვების მონაყოლიდან მჯერა ჯადოს არსებობა. ახლა მოგიყვებით ჩემი ახლობლის ამბავს. ახალგაზრდა კაცმა საყვარელი გაიჩინა, ცოლმა ჯიბეში მისი სურათი უპოვა, და როგორც ყოველთვის ოჯახში უსიამოვნება და საქმის გარჩევა და ასე შემდეგ. დედამთილმა ეს რომ გაიგო--წავიდა ვიღაცასთან რუსთავში და იქიდან ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა. რატომ? იმიტომ რომ მისმა ვაჟმა ზურგი აქცია საყვარელს და დღეს ცოლი ისევ ძველებურად უყვარს. ეს არ არის მოგონილი, ეს ჩემს გვერდით მოხდა. ხედავთ როგორი დედამთილებიც არსებობენ?
22:54 / 22-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ხათო
ჩემსას ჯერ არ უჭმევია არაფერი მაგრამ ყოველდღე სახლსჰი ოვარდნით მემუქრება, თან ნეტავ რატომ? ჩემი ქმარი ლოთობისგან და ნარკომანიისგან ვიხსენი, ლამის კუდში დავდევ რომ იმავე ჭაობში არ აღმოჩნდეს, ჩემიანები აღარ მელაპარაკებიან მის გამო. ეს ქალი კი ყოველდღე ურეკავს და ხან ჩვენი სურათების წშლას უბრძანებს სოციალური ქსელიდან, ხან ჩემტან სასწრაფოდ დაშორებას. არადა სულ რაღაც ერთი თVის წინ თავზე მევლებოდა მაგრამ მეუღლეს ავარია შეემთხვა და წამლების შესაძენად დახმარება ვთხოვე და ამან გადარია. არადა მე მხოლოდ 400 ლარი მაქ ხელფასი, თან უამრავი სესხი და მეუღლე კიდევ ავარიის მერე ვეღარ მუშაობს და სულს ვღაფავთ. ვალით ნაყიდი წამლები მოპარა მის შვილს და ისიც კი ვერ დალია
20:00 / 22-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS