16 დეკემბერი, 2015
„სკოლის ექიმმა კლასის წინაშე შემარცხვინა, მითხრა, ქალი გინდაო“
ნოდარი ჩემი კარის მეზობლის ბიჭია. მეთერთმეტე კლასშია. დედამისმა შემოგვჩივლა, რომ სკოლაში ექიმს უხერხულ სიტუაციაში ჩაუყენებია და სწავლის მიტოვება გადაწყვიტა. ბევრი ვიფიქრე და ბოლოს ნოდართან შეხვედრა გადავწყვიტე. ვთხოვე, ყველაფერი დაწვრილებით მოეყოლა და დავპირდი, რომ მკითხველი გონივრული რჩევებით დაეხმარებოდა.

აი, მისი ისტორია:

„მთლიანი სახე აკნეთი მაქვს დამახინჯებული, ამიტომ გოგონებში პოპულარული არ ვარ. ბავშვობში დედაჩემს ვიოლინოზე დავყავდი, ამიტომ ბიჭები ქალუსიას მეძახდნენ და ჩემთან არ მეგობრობდნენ. ვიოლინოს თავი დავანებე, მაგრამ მეგობრები მაინც ვერ გავიჩინე. ჩემს კლასელებს მანქანებზე, სპორტზე და
ბოქსზე ლაპარაკი უყვართ.

მანქანებში ვერ ვერკვევი, სპორტი იმდენად არ მიტაცებს, რომ ყოველთვის ამ თემაზე ვისაუბრო. მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთის გუნდის და ფეხბურთელის სახელი ვიცი. რაც შეეხება ბოქსს, აგრესიულ სპორტად მიმაჩნია. კითხვა მიყვარს. ვინაიდან თინეიჯერები კლასგარეშე ლიტერატურას არ კითხულობენ, პროზაზეც ვერავის ვესაუბრები.

კლასში უკანა მერხზე ვზივარ. ვერავინ მამაჩნევს. ძალიან ბევრს ვმეცადინეობ, მაგრამ არასდროს ვამჟღავნებ ცოდნას, არ მინდა ვინმეს თვალში მოვხვდე და ჩემი აკნე საშაყირო თემად გადაიქცეს. ფიზკულტურაზე გავიგონე, გოგონები დამცინოდნენ, სახე ფიზიკურ რუკას უგავსო.

კლასში ერთი ლამაზი გოგო გვყავს. არც თუ ისე ჭკვიანი... არც თუ ისე ბეჯითი... იუმორიც არ აქვს... მაგრამ მაინც აუხსნელი მიზეზის გამო თითქმის ყველა ბიჭს მოსწონს. მათ შორის მეც. წარმოდგენა არ მაქვს მთელი სკოლის გოგონებიდან მაინც და მაინც ის რატომ მომეწონა, რომელიც გამარჯობას არასდროს მეტყვის და ჩემს სახელსაც ვერ დაიმახსოვრებს.

ყველაფერი ძალიან გართულდა, როცა გაკვეთილზე სახეზე წამომაწითლა, თავბრუსხვევა დამეწყო და გონება დავკარგე. სკოლის ექიმი ჩამოიყვანეს. თვალი რომ გავახილე მერხებზე ვიწექი. ექიმმა რამდნეიმე შეკითხვა დამისვა და ჩემს დამრიგებელს უთხრა, რომ სასწაფოს გამოძახება აუცილებელი არ იყო.

რა მჭირს? ვკითხე. ნეტავ სულ არ ამომეღო ხმა.
- სქესობრივი კავშირი გქონია?

უკაცრავად? კითხვამ მართლა გამაკვირვა.
- აშკარაა რომ არ გქონია. მოკლედ, ქალი გინდა.

მთელმა კლასმა ხარხარი დაიწყო. გოგონა, რომელიც მომწონს ახლოს იდგა და ყველაფერი გაიგონა. მასწავლებელმა ბავშვები ვერაფრით დააწყნარა. თანაკლასელებმა ამაზრზენად დამიწყეს ყურება. ბიჭები დამცინიან, აქამდე ქალთან როგორ არ ყოფილხარო. ანანისტი შემარქვეს. მომხდარი მომენტალურად გავრცელდა მთელ სკოლაში. დერეფანში რომ გავდივარ ჩემზე ჩურჩულებენ, ხმამაღლა დამცინიან ან მეძახიან კიდევ გინდა ქალი თუ წაგიყვანა მამაშენმა მეძავეებშიო. თავიდან თავს ვიკავებდი, ბოლოს ერთი პარალელურკლასელი დავითრიე და ძალიან ვცემე. ცხვირი გაუტყდა.

სისხლი თქრიალით მოსდიოდა. მანდატურმა ყველაფერი მე დამაბრალა. ახსნა- განმარტებითი წერილი დამაწერინეს. სკოლიდან გაგდებით დამემუქრა პარალელურკლასელის დედა. ჩემს სკოლაში სრული განუკითხაობაა. აღარ შემიძლია სკოლის შენობაში შესვლა. სკოლის გამოცვლას ვფიქრობდი, მაგრამ იქაც გაიგებენ მომხდარს. ყოველთვის ასე ხდება... არაფერი იმალება.

გადავწყვიტე სკოლა მივატოვო.სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.

რადა მახარაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 31 /
ლალკა
რახან გული წაუვიდა იმიტომ უნდა ქალი???ისიც მაგარი ექიმია რაა...უზრდელი,უტაქტო.მართალია მაგ ასაკში ჰორმონების მოძალების გამო ექნება ცვლილებები მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ქალთან წავა თუ ანანისტი იქნება...აკნეს შემთხვევაში კიდევ დერმატოლოგია საჭირო რომ მისი კანის ცხიმიანობა განისაზღვროს,ან კიდევ თერაპევტმა გამოიკვლიოს...დაუსვეს დიაგმოზი და შეურაცხყოფას რომ აყენებენ ბავშვს ამას არავინ უყურებს...მაგრამ ეტყობათ რომ მთელს სკოლას აბუჩად ყავს აგდებული და დასცინიან,რას დღევანდელი ცხოვრების თანმდევი ატრიბუტია
05:49 / 03-03-2017
გამოხმაურება / 0 /
Mari
სკოლის პერიოდში ასე ვიტანჯებოდი სახე საშინელ.დღეში მქონდა და შენი კარგად მესმის, დამიჯერე შენს თავში მოძებნე ძალა სულით არ დაეცე და ყველაფერი უფლის მადლით მოდით გვარდება, ეს დასაცინი ნამდვილად არ არის, არავინ იცის ვის რა ელის ცხოვრებაში, სად,არ ვიყავით, დედამ მთელი ექიმები მომატარა და მხოლოს ერთმა ექიმმა მიშველა,მაგრამ ისიც ძალიან ნაცნობობით იმ წლებში, თან დიდ თანხას ვიხდიდით, აუცილებელია მიხვიდე ექიმთან ეს შინაგანი ჰორმონალური ცვლილებების ბრალია ან კანი გაიღიზიანე მეც ასე მომივიდა, აუცილებლად იკითხე აფთიაქშიც ძალიან კარგია თუთიის მალამო და ნაღველმაც იცის ასე
22:11 / 02-03-2017
გამოხმაურება / 0 /
მე
მთელი გარდატეხის ასაკი ახალგაზრდობა სტუდენტობა პატარძლობა ამ საცოდავობით გავატარე მესმის რა გულის სატკენია თითოეული გამოხედვაც კი და თითო სიტყვა. ამიტომ ქალთან კი არა უროლოგთან უნდა მიხვიდე ჯერ.....
21:02 / 02-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ერთი კარგი გერმანული სკოლაა,ვალდორფის.იქ დაცინვები არ იციან და თავს შენც კარგად იგრძნობ თავს. სკოლისთვის თავის დანებება მათ არაფერს დააკლებს და ეს შენთვის იქნება ცუდი. გირჩევ იმ სკოლაში გადახვიდე.
15:01 / 02-03-2017
გამოხმაურება / 0 /
რეზი
საბოლოოდ ნოდარი გახდება პოლიციელი და დაიჩერს ყველას ვინც დასცინოდა
02:09 / 02-03-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS