16 დეკემბერი, 2015
„სკოლის ექიმმა კლასის წინაშე შემარცხვინა, მითხრა, ქალი გინდაო“
ნოდარი ჩემი კარის მეზობლის ბიჭია. მეთერთმეტე კლასშია. დედამისმა შემოგვჩივლა, რომ სკოლაში ექიმს უხერხულ სიტუაციაში ჩაუყენებია და სწავლის მიტოვება გადაწყვიტა. ბევრი ვიფიქრე და ბოლოს ნოდართან შეხვედრა გადავწყვიტე. ვთხოვე, ყველაფერი დაწვრილებით მოეყოლა და დავპირდი, რომ მკითხველი გონივრული რჩევებით დაეხმარებოდა.

აი, მისი ისტორია:

„მთლიანი სახე აკნეთი მაქვს დამახინჯებული, ამიტომ გოგონებში პოპულარული არ ვარ. ბავშვობში დედაჩემს ვიოლინოზე დავყავდი, ამიტომ ბიჭები ქალუსიას მეძახდნენ და ჩემთან არ მეგობრობდნენ. ვიოლინოს თავი დავანებე, მაგრამ მეგობრები მაინც ვერ გავიჩინე. ჩემს კლასელებს მანქანებზე, სპორტზე და
ბოქსზე ლაპარაკი უყვართ.

მანქანებში ვერ ვერკვევი, სპორტი იმდენად არ მიტაცებს, რომ ყოველთვის ამ თემაზე ვისაუბრო. მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთის გუნდის და ფეხბურთელის სახელი ვიცი. რაც შეეხება ბოქსს, აგრესიულ სპორტად მიმაჩნია. კითხვა მიყვარს. ვინაიდან თინეიჯერები კლასგარეშე ლიტერატურას არ კითხულობენ, პროზაზეც ვერავის ვესაუბრები.

კლასში უკანა მერხზე ვზივარ. ვერავინ მამაჩნევს. ძალიან ბევრს ვმეცადინეობ, მაგრამ არასდროს ვამჟღავნებ ცოდნას, არ მინდა ვინმეს თვალში მოვხვდე და ჩემი აკნე საშაყირო თემად გადაიქცეს. ფიზკულტურაზე გავიგონე, გოგონები დამცინოდნენ, სახე ფიზიკურ რუკას უგავსო.

კლასში ერთი ლამაზი გოგო გვყავს. არც თუ ისე ჭკვიანი... არც თუ ისე ბეჯითი... იუმორიც არ აქვს... მაგრამ მაინც აუხსნელი მიზეზის გამო თითქმის ყველა ბიჭს მოსწონს. მათ შორის მეც. წარმოდგენა არ მაქვს მთელი სკოლის გოგონებიდან მაინც და მაინც ის რატომ მომეწონა, რომელიც გამარჯობას არასდროს მეტყვის და ჩემს სახელსაც ვერ დაიმახსოვრებს.

ყველაფერი ძალიან გართულდა, როცა გაკვეთილზე სახეზე წამომაწითლა, თავბრუსხვევა დამეწყო და გონება დავკარგე. სკოლის ექიმი ჩამოიყვანეს. თვალი რომ გავახილე მერხებზე ვიწექი. ექიმმა რამდნეიმე შეკითხვა დამისვა და ჩემს დამრიგებელს უთხრა, რომ სასწაფოს გამოძახება აუცილებელი არ იყო.

რა მჭირს? ვკითხე. ნეტავ სულ არ ამომეღო ხმა.
- სქესობრივი კავშირი გქონია?

უკაცრავად? კითხვამ მართლა გამაკვირვა.
- აშკარაა რომ არ გქონია. მოკლედ, ქალი გინდა.

მთელმა კლასმა ხარხარი დაიწყო. გოგონა, რომელიც მომწონს ახლოს იდგა და ყველაფერი გაიგონა. მასწავლებელმა ბავშვები ვერაფრით დააწყნარა. თანაკლასელებმა ამაზრზენად დამიწყეს ყურება. ბიჭები დამცინიან, აქამდე ქალთან როგორ არ ყოფილხარო. ანანისტი შემარქვეს. მომხდარი მომენტალურად გავრცელდა მთელ სკოლაში. დერეფანში რომ გავდივარ ჩემზე ჩურჩულებენ, ხმამაღლა დამცინიან ან მეძახიან კიდევ გინდა ქალი თუ წაგიყვანა მამაშენმა მეძავეებშიო. თავიდან თავს ვიკავებდი, ბოლოს ერთი პარალელურკლასელი დავითრიე და ძალიან ვცემე. ცხვირი გაუტყდა.

სისხლი თქრიალით მოსდიოდა. მანდატურმა ყველაფერი მე დამაბრალა. ახსნა- განმარტებითი წერილი დამაწერინეს. სკოლიდან გაგდებით დამემუქრა პარალელურკლასელის დედა. ჩემს სკოლაში სრული განუკითხაობაა. აღარ შემიძლია სკოლის შენობაში შესვლა. სკოლის გამოცვლას ვფიქრობდი, მაგრამ იქაც გაიგებენ მომხდარს. ყოველთვის ასე ხდება... არაფერი იმალება.

გადავწყვიტე სკოლა მივატოვო.სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.

რადა მახარაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 31 /
ლალკა
რახან გული წაუვიდა იმიტომ უნდა ქალი???ისიც მაგარი ექიმია რაა...უზრდელი,უტაქტო.მართალია მაგ ასაკში ჰორმონების მოძალების გამო ექნება ცვლილებები მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ქალთან წავა თუ ანანისტი იქნება...აკნეს შემთხვევაში კიდევ დერმატოლოგია საჭირო რომ მისი კანის ცხიმიანობა განისაზღვროს,ან კიდევ თერაპევტმა გამოიკვლიოს...დაუსვეს დიაგმოზი და შეურაცხყოფას რომ აყენებენ ბავშვს ამას არავინ უყურებს...მაგრამ ეტყობათ რომ მთელს სკოლას აბუჩად ყავს აგდებული და დასცინიან,რას დღევანდელი ცხოვრების თანმდევი ატრიბუტია
05:49 / 03-03-2017
გამოხმაურება / 0 /
Mari
სკოლის პერიოდში ასე ვიტანჯებოდი სახე საშინელ.დღეში მქონდა და შენი კარგად მესმის, დამიჯერე შენს თავში მოძებნე ძალა სულით არ დაეცე და ყველაფერი უფლის მადლით მოდით გვარდება, ეს დასაცინი ნამდვილად არ არის, არავინ იცის ვის რა ელის ცხოვრებაში, სად,არ ვიყავით, დედამ მთელი ექიმები მომატარა და მხოლოს ერთმა ექიმმა მიშველა,მაგრამ ისიც ძალიან ნაცნობობით იმ წლებში, თან დიდ თანხას ვიხდიდით, აუცილებელია მიხვიდე ექიმთან ეს შინაგანი ჰორმონალური ცვლილებების ბრალია ან კანი გაიღიზიანე მეც ასე მომივიდა, აუცილებლად იკითხე აფთიაქშიც ძალიან კარგია თუთიის მალამო და ნაღველმაც იცის ასე
22:11 / 02-03-2017
გამოხმაურება / 0 /
მე
მთელი გარდატეხის ასაკი ახალგაზრდობა სტუდენტობა პატარძლობა ამ საცოდავობით გავატარე მესმის რა გულის სატკენია თითოეული გამოხედვაც კი და თითო სიტყვა. ამიტომ ქალთან კი არა უროლოგთან უნდა მიხვიდე ჯერ.....
21:02 / 02-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ერთი კარგი გერმანული სკოლაა,ვალდორფის.იქ დაცინვები არ იციან და თავს შენც კარგად იგრძნობ თავს. სკოლისთვის თავის დანებება მათ არაფერს დააკლებს და ეს შენთვის იქნება ცუდი. გირჩევ იმ სკოლაში გადახვიდე.
15:01 / 02-03-2017
გამოხმაურება / 0 /
რეზი
საბოლოოდ ნოდარი გახდება პოლიციელი და დაიჩერს ყველას ვინც დასცინოდა
02:09 / 02-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ნანა
შენ ვერც კი წარმოიდგენ რა მაგარი ბიჭი ხარ.დღეს ზრდასრული მამაკაცების უმეტესობა არ მსჯელობენ ისე,როგორც შენ.ვიცი ბევრი დამცირება გადაიტანე,მაგრამ ეგ პირველრიგში შენი ბრალია ჩემო კარგო, ჯერ შენ უნდა დაიჯერო და დაარწმუნო შენი თავი,რომ აკნე არ არის ისეთი დიდი პრობლემა და ნაკლი,რომ ამის გამო ვინმეს ქონდეს უფლება დაგამციროს. თან ეგ გაკოსწორებადია. ყველაზე მთავარი რაც გაქვს ეგ ჭკუა და გონიერებაა,რაც შენს თანაკლასელებს არ გააჩნიათ და ეს ვერც გამოსწორდება,ამიტომ შენ მათზე ბევრად მაღლა დგახარ და ამას შენ თავად თუ დაიჯერებ და გაითავისებ, შეიყვარებ შენს თავს ისეთს როგორიც ხარ, მაშინ სხვაც დაგაფასებს. ექიმზე კი საჩივარი დაწერე,დღეს მოსწავლის სიტყვას დიდი ძალა აქვს,იმიტომ კიარა რომ შური იძიო, არამედ იმიტომ, რომ ასეთმა არაკვალიფიცირებულმდა არაადეკვატურმა ადამიანმა სხვა ბავშვსაც არ დაუმახინჯოს ცხოვრება. ყველა არ არის შენსავით გონიერი და ასეთ დროს შეიძლება ბავშვმა რამე დაუშავოს თავს.შენ კი თავი მაღლა ასწიე და ყველას დაუმტკიცე,რომ მათზე ბევრად მაგარი ხარ.არ დამალო შენი ცოდნა, აჩვენე შენი ძლიერი მხარე. წარმატებები ცხოვრებაში, უფალი გფარავდეს. p.s. სკოლის მიტოვებაზე ფიქრი კატეგორიულად გეკრძალება
00:53 / 02-03-2017
გამოხმაურება / 0 /
Lali
Aucileblad unda mixvide kanis eqimtan eg antebiti procesia daaucileblad anti biotiki unda miigo avstriashi ase mkurnaloben gadadi sxva skolashi an cota moitmine da daavicydebat da saxec Rom mogircheba tavs daganebenen an mand ra aris dasacini tqwen asakshi hormonebi icyeben tamashs da marto shen ki ara shens klasshi gogonebsac da bichebsac ertnairad acuxebt eg problema araferi Ar aris dasacini da gasakviri ubralod eqins mouvida utaqtod
00:15 / 02-03-2017
გამოხმაურება / 0 /
Ginny
Aramgonia ROM vinc shen dagcinis shenze ramit meti iyos.ratom unda gamoicvalo skola?unda danebde?mat tvalshi mshishara ginda gamochnde? Ratqmaunda ara .amitom skolidan ar unda waxvide.piriqit sachivari dawere im adamianze vinc asset situaciashi chagagdo.miuchine skolashi yvelas tavisi adgili.wesit I'm bichis cema sxvebistvis magaliti unda yofiliyo. Tu shen matze chkviani xar,mashin klaselebs tavianti adgili miuchine ise ROM shenze xma ver amoigon. Ratom gamoxvedi violinodan?imitom ROM isini dagcinodnen?mash in piriqit ufro dzlieri unda yofiliyavi DA violinoti didi warm at even is at via migegwia.air mash in naxavdi rigor moiqceodnen.sazogadoebis azrze metnaklebad unda iyo damokidebuli. Iswavle dzaalian bevri iswavle mudam wignebshi iyavi airchie profesia DA gaxdi I'm dargshi saauuketeso,ai mashin sheni klaselebi shegxvdebian sadme quchis birjaze sadac 5 Lars matxovroben da Roca chaikuzebian ukanlis gari gamouchndebat. Me ti mkitxav sul araa sachiro aseti megobrebis yola :)
22:55 / 01-03-2017
გამოხმაურება / 0 /
dato
dermatologtan midi. akne moishore. rac sheizleba gatamamdi da shinagani kompleksebi moishore. da is sheni skolis eqimi kide mteli skolis winashe daamcire d. skolas daamtavreb umagles nishnebze da is vinc dagcinoda shentan movlen gasaubrebaze samsaxiris dasawyebad. daikide megobaro maksimalurad yvelaperi. shen sheni gza gakvs da mixede shen sakmes. iswavle da ecade yvelaze kai tipi iyo skplashi.
21:57 / 01-03-2017
გამოხმაურება / 0 /
ანი
ძალიან განვიცადე წაკითხული ისტორია. სკოლის პერიოდის კომპლექსები დიდობაზე ახდენს დიდ გავლენას. სკოლა გვქმნის ნახევარწილად. გვაყალიბებს და მომავალშიც იმ გზას ვაგრძელებთ, რასაც სკოლაში დავაადექით. და წლები რომ გავა და საკუთარ ფასს და შესაძლებლობებს გაიგებ, ინანებ ამ დროზე, ამ ტკივილზე. იცი რატომ? იმიტომ, რომ არ მოძებნე საკუთარ თავში ძალა მაათ დაპირისპირებოდი. მე მესმის, რომ აკნე გაწუხებს და ტრაგიკულ პრობლემად აღიქვამ, მაგრამ უფრო ნამდვილი ფიზიკური ნაკლის მქონე ხალხი არსებობს, რომელთაც ძლიერი ეგო აქვთ და თავდაჯერებულნი არიან. ის გოგოო, შენ რომ მოგწონს და ამბობ გამარჯობასაც აარ მეტყვისო, თუ მართლა არ გეტყვის მარტო იმიტომ, რომ მორიდებული ხარ და არა იმიტომ რომ აკნე გაქვს. იყავი თავდაჯერებული, გაიჩინე ისეთი ჰობი, რომლითაც სკოლის გარეთ შეიძენ მეგობრებს. იამაყე საკუთარი თავით, რადგან კლასელებისგან განსხვავებით ღრმა შინაგანი სამყარო გაქვს. მე მყავს საუკეთესო მეგობარი, რომელსაც აქვს აკნე.მაგრამ მე მის აკნეს ვერ ვხედავ, ვხედავ მის კეთილ გულს და ერთგულებას. მისს გარეშე ერთი დღეც ვერ წარმომიდგენია.
21:43 / 01-03-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS