''გამარჯობათ, მე მაკა ვარ. მინდა, ჩემი ისტორია მოგიყვეთ. ძალიან გთხოვთ, არ დაგეზაროთ რჩევების მოცემა. ყველას აზრს ყურადღებით გავეცნობი და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას.
15 წლის ვიყავი, როდესაც ჩემს 27 წლის, დასაოჯახებელ ბიძაშვილს სასქესო ორგანოს პრობლემა შეექმნა. სამწუხაროდ სექსუალური ცხოვრების გაგარძელება და შესაბამისად დაოჯახებაც ვერ მოახერხა. დეპრესიაში ჩავარდა. ექიმებმა ოჯახის წევრებს უთხრეს, უფრო ადრე რომ მიგექციათ ყურადღება შეიძლება დახმარება მოგვეხერხებინაო. განსაცდელს 8 თვე ებრძოდა. ერთ უბედურ დღეს
ძალიან რთულად გადავიტანე მისი სუიციდი. საკუთარ თავს დავპირდი, რომ უროლოგი გამოვიდოდი და ყველა იმ კაცს დავეხმარებოდი, რომელსაც მსგავსი პრობლემა შეექმნებოდა. წარმატებით ჩავირიცხე სამედიცინო უნივერსიტეტში, საუკეთესო სტუდენტი ვიყავი. სულ წიგნებს ჩავკირკიტებდი, ბიჭებისკენ არც კი ვიყურებოდი. მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ სამსახური ადვილად ვიპოვე. რეკომენდაცია ჩემმა ლექტორებმა გამიწიეს. სახლში ამაწრიალეს გაუთხოვარი დარჩებიო. ხომ იცით ჩვენთან ამ თემას რა მტკივნეულად აღიქვამენ?!
ღმერთმა დედაჩემი ლოცვა შეისმინა. ჩემს ერთ-ერთ პაციენტს წარმატებით ვუმკურნალე. ისეთი ბედნიერი იყო, ყავაზეც კი დამპატიჟა. რამდენჯერმე ვუთხარი რომ არ მეცალა, მაგრამ თავს არ მანებებდა. მოშორების მიზნით მასთან შეხვედრას დავთანხმდი. მაშინ ვერც კი წარმოვდგენდი, რომ ეს სავსებით ნორმალური აღნაგობის, ხუმარა და განათლებული ბიჭი ჩემი საქმრო გახდებოდა.
თენგო ჩემდამი უჩვეულო ინიციატივას იჩენდა. ცდილობდა, ხშირად ვენახე, მობილურზე დაერეკა ან ინტერნეტის საშუალებით მოეწვდინა ხმა. მისი წელიწადნახევრიანი ბრძოლა ჩვენი შეყვარებულობით დაგვირგვინდა. ჩვეულებრივი წყვილი ვიყავით. შაბათ-კვირას კინოსა და თეატრში დავდიოდით, ამოჩემებულ კაფეში ვსვამდით ერთსა და იმავე ყავას, თავიდან ღამეებს მესიჯობაში ვათენებდით, მერე მივხვდით, რომ ძილი გვერჩივნა.
პირველი სექსი უცნაურ ვითარებაში გვქონდა. მის მეგობრებთან ერთად ლაშქრობაზე ღამისთევით წავედით. ცალ-ცალკე კარვებში ვიყავით, მაგრამ ცხოველების ხმა შემომესმა, შემეშინდა და მასთან გადავწექი. სექსუალურად მშვენივრად ვეწყობით ერთმანეთს. ხელი რომ მთხოვა, დიდად არ გამკვირვებია, არც რაიმე ორიგინალური ხერხისთვის მიუმართავს. ერთ-ერთი საუბრისას უბალოდ მკითხა არ გინდა დავოჯახდეთო? მივუგე, რომ წინააღმდეგი არ ვარ.
მოვიდა ოჯახში და, როგორც იციან, თითზე ბეჭედი გამიკეთა. მერე რესტორანში თავისი ოჯახი და სანათესაო გაგვაცნო. ქორწილი მარტში დავგეგმეთ.
რამდენიმე დღის წინ თენგომ პირობა წამომიყენა, თუ გინდა ჩემი ცოლი გახდე, უროლოგობას თავი უნდა დაანებოო. ვერ შევეგუები, ვიღაც კაცების პენისებს აკვირდებოდე და ეხებოდეო.
რას მირჩევთ, უარი ვთქვა საყვარელ საქმეზე და ადამიანების დახმარებაზე? ვუღალატო, ჩემს პრინციპებს და ჩემს ბიძაშვილს“?
რადა მახარაძე