04 დეკემბერი, 2015
''უროლოგი ვარ და საქმრო სამსახურიდან წამოსვლას მაიძულებს''
რედაქციაში საინტერესო წერილი მოვიდა. რედაქტირების გარეშე გაწვდით მას:

''გამარჯობათ, მე მაკა ვარ. მინდა, ჩემი ისტორია მოგიყვეთ. ძალიან გთხოვთ, არ დაგეზაროთ რჩევების მოცემა. ყველას აზრს ყურადღებით გავეცნობი და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას.

15 წლის ვიყავი, როდესაც ჩემს 27 წლის, დასაოჯახებელ ბიძაშვილს სასქესო ორგანოს პრობლემა შეექმნა. სამწუხაროდ სექსუალური ცხოვრების გაგარძელება და შესაბამისად დაოჯახებაც ვერ მოახერხა. დეპრესიაში ჩავარდა. ექიმებმა ოჯახის წევრებს უთხრეს, უფრო ადრე რომ მიგექციათ ყურადღება შეიძლება დახმარება მოგვეხერხებინაო. განსაცდელს 8 თვე ებრძოდა. ერთ უბედურ დღეს
დედამისმა საძინებელში შეაკითხა და ჩამოხრჩობილი დაინახა. ჩემმა ბიძაშვილმა თავი მოიკლა...

ძალიან რთულად გადავიტანე მისი სუიციდი. საკუთარ თავს დავპირდი, რომ უროლოგი გამოვიდოდი და ყველა იმ კაცს დავეხმარებოდი, რომელსაც მსგავსი პრობლემა შეექმნებოდა. წარმატებით ჩავირიცხე სამედიცინო უნივერსიტეტში, საუკეთესო სტუდენტი ვიყავი. სულ წიგნებს ჩავკირკიტებდი, ბიჭებისკენ არც კი ვიყურებოდი. მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ სამსახური ადვილად ვიპოვე. რეკომენდაცია ჩემმა ლექტორებმა გამიწიეს. სახლში ამაწრიალეს გაუთხოვარი დარჩებიო. ხომ იცით ჩვენთან ამ თემას რა მტკივნეულად აღიქვამენ?!

ღმერთმა დედაჩემი ლოცვა შეისმინა. ჩემს ერთ-ერთ პაციენტს წარმატებით ვუმკურნალე. ისეთი ბედნიერი იყო, ყავაზეც კი დამპატიჟა. რამდენჯერმე ვუთხარი რომ არ მეცალა, მაგრამ თავს არ მანებებდა. მოშორების მიზნით მასთან შეხვედრას დავთანხმდი. მაშინ ვერც კი წარმოვდგენდი, რომ ეს სავსებით ნორმალური აღნაგობის, ხუმარა და განათლებული ბიჭი ჩემი საქმრო გახდებოდა.

თენგო ჩემდამი უჩვეულო ინიციატივას იჩენდა. ცდილობდა, ხშირად ვენახე, მობილურზე დაერეკა ან ინტერნეტის საშუალებით მოეწვდინა ხმა. მისი წელიწადნახევრიანი ბრძოლა ჩვენი შეყვარებულობით დაგვირგვინდა. ჩვეულებრივი წყვილი ვიყავით. შაბათ-კვირას კინოსა და თეატრში დავდიოდით, ამოჩემებულ კაფეში ვსვამდით ერთსა და იმავე ყავას, თავიდან ღამეებს მესიჯობაში ვათენებდით, მერე მივხვდით, რომ ძილი გვერჩივნა.

პირველი სექსი უცნაურ ვითარებაში გვქონდა. მის მეგობრებთან ერთად ლაშქრობაზე ღამისთევით წავედით. ცალ-ცალკე კარვებში ვიყავით, მაგრამ ცხოველების ხმა შემომესმა, შემეშინდა და მასთან გადავწექი. სექსუალურად მშვენივრად ვეწყობით ერთმანეთს. ხელი რომ მთხოვა, დიდად არ გამკვირვებია, არც რაიმე ორიგინალური ხერხისთვის მიუმართავს. ერთ-ერთი საუბრისას უბალოდ მკითხა არ გინდა დავოჯახდეთო? მივუგე, რომ წინააღმდეგი არ ვარ.

მოვიდა ოჯახში და, როგორც იციან, თითზე ბეჭედი გამიკეთა. მერე რესტორანში თავისი ოჯახი და სანათესაო გაგვაცნო. ქორწილი მარტში დავგეგმეთ.

რამდენიმე დღის წინ თენგომ პირობა წამომიყენა, თუ გინდა ჩემი ცოლი გახდე, უროლოგობას თავი უნდა დაანებოო. ვერ შევეგუები, ვიღაც კაცების პენისებს აკვირდებოდე და ეხებოდეო.

რას მირჩევთ, უარი ვთქვა საყვარელ საქმეზე და ადამიანების დახმარებაზე? ვუღალატო, ჩემს პრინციპებს და ჩემს ბიძაშვილს“?

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 63 /
......
Amisgamo unda chaqolot rom urologia da kacebis pe....bs uyurebs?
03:04 / 07-03-2020
გამოხმაურება / 0 /
......
Da saertodac qartveli kacebis mosawoni samsaxuri jerac argamochenila yvelaferze pretenzias gamotqvamt qals romelic atasobit mamakacs mkurnalobs da mis organos exeba bozia da kacs romelic amdeni qalis vaginas uyurebs imas rahqvia sainteresoa imas ratom verudzebnit saxels gamoxtebitxolme qalebsac schirdebat urologi da visac kaci xvdeba im kacis colebs tumoswont urologi qmari nugamoxtebit xolme es amazrzeni xalxi ra argaqvt ufleba chaeriot vis ra profesia eqneba amgogos undodaa da urologoba airchia da pativi ecit sxvis gadawyvetilebas
03:03 / 07-03-2020
გამოხმაურება / 0 /
......
Tqveni aseti logika imasnishnavs rom kacebs romlebsac daxmareba schirdebat qalma urologma uariunda utxras daxmarebaze mxolod imitom rom qalia xolo mshobiarem kaci ginekologi arunda miikaros kacebs tu egar moswont ramden kacs akvirdeba misi coli sasqeso organoze mashin qalevsac armoswont rom mati qmrebi sxva qalebs shehyureben 24saati da dzaliangtxovt tu daxmarebas arapirebt tavi sheikavet aseti komentarebisgan ra mitumetes isbichi jeer qmaric araris da saertod araqvs ufleba rame aukrdzalos ai qmarze kide sheidzleba itqvas rom qmaria da ushlis da kidev tavisdroze ambichistvisac rometqva uari daxmarebaze sainteresoa merec am azrze iqnebodit? Mere ityodit rom eqimebi arafris maqnisebi ararian da taviant saqmes veraketeben
02:57 / 07-03-2020
გამოხმაურება / 0 /
ანზორ
ნუ უღალატებთ ჰიპოკრატეს ფიცს თუ ქმარს უყვართ სამსახურზე უარი არ უნდა გითხრას დაარწმუნე რომ შენ პაციენტებს ჭირდები
11:19 / 08-09-2018
გამოხმაურება / 0 /
ბაქარი
რომელ კლინიკაში ხართ??
03:33 / 30-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ვერიკო
მე ვთვლი რომ, ადამიანი როცა ზრდასრული ჩამოყალიბებული საღად მოაზროვნეა, არ გეტყვის სამსახური დატოვე რომ ცოლად მოგიყვანოო. შენ ხარ ისეთი როგორიც ხარ, მას ხომ შენი პიროვნება უყვარს?! დავუშვათ შეეცადე დათმო პროფესია, შენი პრინციპები, მოერგო მის ცხოვრებას, ოდესღაც მაინც მოთმინების ფიალა აგევსება და იფეთქებ. უბრალოდ ვთვლი რომ წლების შემდეგ მაინც იმ დასკვნამდე მიხვალ რასაც ეხლა ხვდები და შეიძლება არ გინდოდეს ამ ,, პრობლემის,, პრობლემად დანახვა.
22:25 / 10-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
რომელსაც პატივს სცემ და რომილიც გიყვარს ქმარი თუ სამსახური ის უნდა აირჩიო შემოგევლე.შესაძლებელია თქვენთან მკურნალობა?
22:22 / 13-02-2018
გამოხმაურება / 0 /
ჯაბა
მამაკაცი თუ გენდობა და უყვარხარ პირიქით უნდა დაგეხმაროს და გვერდში დაუდგეს.რას ქვია სხვისი პენისის ყურება .ის კაი იყო თვითონ რომ იმკურნალა.მიხედეთ სამსახურს და უფრო გაგახარებთ გმერთი
07:04 / 22-01-2018
გამოხმაურება / 0 /
ლუკა
თუ შენტვის კარიერა უფრო პრიორიტეტულია გააგრძელე მუშაობა და იცხოვრე სჰენ ნებაზე ,თავისუფლებაა ყველაზე მთავარი . და კიდე დზალიან მინდა მეც თქვენი დახმარება უროლოგიური პრობლემების გამო ტუ შესაძლებელია მგმართოთ . როგორ და სად ეგ არ ვიცი
16:35 / 29-11-2017
გამოხმაურება / 0 /
Нана
Рогори саукетесо адамиани да професионали екими харт, да рогори мондомебит исцавлет, мамакаци ромелиц шенс ганатлебас пативс ар цемс ис шен арасодес ар ганахаребс, мтели цховреба ром даитанжо имас жобиа ахлаве моицило ег гаунатлебели хепре
14:38 / 23-10-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS