02 მაისი, 2013
ქმრის საყვარელი ჩემი მეჯვარე გახდა

დღეს ვიხსენებ, როგორ ჩურჩულებდნენ ქმრის ნათესავები ჩემზე და ზოგიერთს მწარედ ეცინებოდა.

მართალია, მე და მამუკა გარიგებით დავქორწინდით, მაგრამ პირველი ნახვისთანავე მოგვეწონა ერთმანეთი. ყოველი შემთხვევისთვის, მე ასე მეგონა. ქორწილი მაშინვე არ გვქონია, სამოგზაუროდ წავედით, მაგრამ უცნაური ის იყო, რომ თან მეუღლის მეგობარი ქალბატონი გვახლდა.

მამუკამ მარეხი ბავშვობის მეგობრად გამაცნო და მითხრა, რომ ჩვენთან ერთად წამოვიდოდა. მარეხმა გულში ჩამიკრა და მითხრა, რომ როგორც საკუთარ დას ისე გამიფრთხილდებო
და.


მოგზაურობისას ისე მივლიდა, ბევრი დედა არ მოუვლის შვილს. მალე შემაყვარა თავი და ერთ დღეს მამუკას ვთხოვე, იქნებ მარეხი მეჯვარედ გამომყვეს-მეთქი. დღეს ვიხსენებ, როგორ ჩურჩულებდნენ ქმრის ნათესავები ჩემზე და ზოგიერთს მწარედ ეცინებოდა.

ქორწილიდან სამი თვის თავზე ერთ-ერთი მეზობლისგან საიდუმლოდ გავიგე, რომ მარეხი უკვე ბევრი წელია, რაც ჩემი ქმრის საყვარელი გახლდათ, მაგრამ უშვილო იყო და მამუკამ იმიტომ ვერ მოიყვანა ცოლად. მე მხოლოდ ორი შვილის გასაჩენად ვუნდოდი, მერე მშვიდად დამშორდებოდა და ბავშვებსაც მიისაკუთრებდა. მარეხს კი ალბათ ცოლად მოიყვანდა.

ერთი კვირის გაგებული მქონდა ჩემი ფეხმძიმობის შესახებ და ამიტომ ამ ფაქტმა ორმაგად იმოქმედა. ჯერჯერობით სახლი არ დამიტოვებია, ვეძებ გზას, როგორ და სად წავიდე. სახლში დაბრუნებაც არ მინდა, რადგან ორი ძმა და რძალი ფეხმძიმე მულის დანახვაზე გადაირევიან.

ჟურნალი ''რეიტინგი''

 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
ლალი
მე არ ვიცი ეს ჟურნალის რომანია თუ არა მაგრამ ერთს ვიტყვი. ვინმე თუ უნდა წავიდეს ეს არის მესამე,ზედმეტი ცოლ-ქმარში. ცოლმა უნდა ეცადოს ქმარს საყვარელი ჩამაცილოს რადგან მას დიდი კოზირი უჯირავს, ეს მისი ოჯახია.ცოლი ისე უნდა მოიქცეს თითქოს არაფერი იცის და მათ ურტიერთობის საშვალება არ უნდა მისცეს......მოვა იმის დროც და ყველაფერი უნდა მოუყვეს.და კცი მიხდება რომ ცოლი მასზე ჭკვიანია,რადგან ოჯახი არ დაგრია....
14:27 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
თიუს
თუ სიმართლეა რა თქმა უნდა უნდა გაშორდე,ალიმენტიც მოსთხოვე.მარტოხელა დედას დიდი უფლებები აქვს კანონით მინიჭებული,დაინტერესდი,მოიკითხე კარგად გაერკვიე სიტუაციაში და რამე გამოსავალს იპოვი.საპატრიარქოსაც შეგიძლია მიმართო,პატარასაც გაგაზრდევინებენ და შენც იმუშავებ,მთავარია მუშაობა არ გეთაკილებოდეს.იმ ვაიქმარს კი თავიც უტეხია.ასეთები ხდება ცხოვრებაში მარტო შენ არ ხარ ასეთ დღეში,ბოროტ ხალხს რა გამოლევს ამ დედამიწაზე.გამაგრდი.ემოციებს არ აყვე. ასეთი ხალხი ძალიან ცუდ რამეზეც მიდიან ყურადღებით იყავი.
13:58 / 27-08-2013
გამოხმაურება / 0 /
იმედა
კარგად დაფიქრდი,ზუსტარ გაიგე და დარწმუნდი და მერე მიიგე გადაწყვეტილება ხალხის ხმას არ აკვე,
06:00 / 14-05-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფო
კარგით რა მოგონილი არის აბა რა! რომელ წყვილს მიჰყავს თაფლობის თვეში მეგობრები და ნათესავები?საკუთარ დას არ წაიყვან და რა მეგობარი რის მეგობარი. :-))
17:22 / 13-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მადო
კარგია რომ დროზე მიხვდი,ახლა ძალიან სწორი ,დაფიქრებული გადაწყვეტილება უნდა მიიღო,მათ უკვე დაგეგმილი აქვთ ყველაფერი,
20:37 / 07-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS