დღეს ვიხსენებ, როგორ ჩურჩულებდნენ ქმრის ნათესავები ჩემზე და ზოგიერთს მწარედ ეცინებოდა.
მართალია, მე და მამუკა გარიგებით დავქორწინდით, მაგრამ პირველი ნახვისთანავე მოგვეწონა ერთმანეთი. ყოველი შემთხვევისთვის, მე ასე მეგონა. ქორწილი მაშინვე არ გვქონია, სამოგზაუროდ წავედით, მაგრამ უცნაური ის იყო, რომ თან მეუღლის მეგობარი ქალბატონი გვახლდა.მამუკამ მარეხი ბავშვობის მეგობრად გამაცნო და მითხრა, რომ ჩვენთან ერთად წამოვიდოდა. მარეხმა გულში ჩამიკრა და მითხრა, რომ როგორც საკუთარ დას ისე გამიფრთხილდებო
მოგზაურობისას ისე მივლიდა, ბევრი დედა არ მოუვლის შვილს. მალე შემაყვარა თავი და ერთ დღეს მამუკას ვთხოვე, იქნებ მარეხი მეჯვარედ გამომყვეს-მეთქი. დღეს ვიხსენებ, როგორ ჩურჩულებდნენ ქმრის ნათესავები ჩემზე და ზოგიერთს მწარედ ეცინებოდა.
ქორწილიდან სამი თვის თავზე ერთ-ერთი მეზობლისგან საიდუმლოდ გავიგე, რომ მარეხი უკვე ბევრი წელია, რაც ჩემი ქმრის საყვარელი გახლდათ, მაგრამ უშვილო იყო და მამუკამ იმიტომ ვერ მოიყვანა ცოლად. მე მხოლოდ ორი შვილის გასაჩენად ვუნდოდი, მერე მშვიდად დამშორდებოდა და ბავშვებსაც მიისაკუთრებდა. მარეხს კი ალბათ ცოლად მოიყვანდა.
ერთი კვირის გაგებული მქონდა ჩემი ფეხმძიმობის შესახებ და ამიტომ ამ ფაქტმა ორმაგად იმოქმედა. ჯერჯერობით სახლი არ დამიტოვებია, ვეძებ გზას, როგორ და სად წავიდე. სახლში დაბრუნებაც არ მინდა, რადგან ორი ძმა და რძალი ფეხმძიმე მულის დანახვაზე გადაირევიან.
ჟურნალი ''რეიტინგი''