მას შემდეგ ორი წელი გავიდა და ისევ ჩვენთან ცხოვრობს. სამოთახიან ბინაში მე, ჩემი მეუღლე, ორი ბავშვი და დედამთილ-მამამთილი ვცხოვრობდით. შემდეგ ლუკა შემოგვიერთდა.
ამაზე ძალიან გაბრაზდა. რა გინდა, ჩემი დისშვილი თვალებში გეჩხირებაო. ეს ბიჭი მართლა არაფერს მიშლიდა, დილას რომ გავიდოდა, საღამოს ბრუნდებოდა სახლში, მაგრამ ბოლო დროს უცნაურად იქცევა. სულ ცდილობს, მარტო დამიჭიროს სახლში და ათას კომპლიმენტს მეუბნება.
იმ დღეს მესიჯი მომწერა, დაანებე ამ შენს ქმარ-შვილს თავი და ცოლად გამომყევი, სადმე გავიქცეთ, რომ ვერავინ გვიპოვოსო. თან დაამატა, ვერ ხვდები, რომ ამ სახლიდან შენ გამო არ მივდივარო. ბოლო სიტყვები რომ არ მოეწერა, ალბათ მეგონებოდა, რომ მესიჯი შეეშალა.
არაფერი მიმიწერია, არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ქმარს რომ ვუთხრა, შეიძლება მოკლას ან რამე სისულელე ჩაიდინოს. ჩემს დედამთილს კი რა დააჯერებს, რომ მე არ გამოვიწვიე.
ჟურნალი ''რეიტინგი''