06 აგვისტო, 2013
დედამთილის დისშვილი ცოლობას მთხოვს
ქმარს რომ ვუთხრა, შეიძლება მოკლას ან რამე სისულელე ჩაიდინოს. ჩემს დედამთილს კი რა დააჯერებს, რომ მე არ გამოვიწვიე ლუკა 16 წლის იყო, საცხოვრებლად თბილისში რომ ჩამოიყვანეს. ჩემი დედამთილის დისშვილია, იმერეთის ერთ-ერთ რაიონში ცხოვრობს და რომელიღაც ნათესავმა სამსახური აქ უშოვა. თავიდან ვითომ დროებით მოვიდა, 250 ლარი ჰქონდა ხელფასი და რომ გაუზრდიან, საცხოვრებლად ცალკე გადავაო.

მას შემდეგ ორი წელი გავიდა და ისევ ჩვენთან ცხოვრობს. სამოთახიან ბინაში მე, ჩემი მეუღლე, ორი ბავშვი და დედამთილ-მამამთილი ვცხოვრობდით. შემდეგ ლუკა შემოგვიერთდა.
დედამთილს ერთხელ ხუმრობით ვუთხარი, მგონი, ლუკა ჩვენთან დასახლდა-მეთქი.

ამაზე ძალიან გაბრაზდა. რა გინდა, ჩემი დისშვილი თვალებში გეჩხირებაო. ეს ბიჭი მართლა არაფერს მიშლიდა, დილას რომ გავიდოდა, საღამოს ბრუნდებოდა სახლში, მაგრამ ბოლო დროს უცნაურად იქცევა. სულ ცდილობს, მარტო დამიჭიროს სახლში და ათას კომპლიმენტს მეუბნება.

იმ დღეს მესიჯი მომწერა, დაანებე ამ შენს ქმარ-შვილს თავი და ცოლად გამომყევი, სადმე გავიქცეთ, რომ ვერავინ გვიპოვოსო. თან დაამატა, ვერ ხვდები, რომ ამ სახლიდან შენ გამო არ მივდივარო. ბოლო სიტყვები რომ არ მოეწერა, ალბათ მეგონებოდა, რომ მესიჯი შეეშალა.

არაფერი მიმიწერია, არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ქმარს რომ ვუთხრა, შეიძლება მოკლას ან რამე სისულელე ჩაიდინოს. ჩემს დედამთილს კი რა დააჯერებს, რომ მე არ გამოვიწვიე.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
ქეტო
შენც მიწერე ..მერე კიდევ რომ მოვეწონო დედამთილის დის შვილსტკო.
09:10 / 08-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
არ უნდა დამალო და ხმამაღლა თქვა ყველაფერი, რისი გეშინია?
08:25 / 08-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათო
წერილზე რეაგირება ეგრევე უნდა მოგეხდინა,დუმილი როგორ უნდა გაიგოს,თუარა თანხმობა?
00:51 / 08-08-2013
გამოხმაურება / 0 /
kanikorso
ეგ ნაბიჭვარი სახლიდან გააგდე, მაგის დედაც.
10:25 / 07-08-2013
გამოხმაურება / 0 /
*******
საერთოდ რომ არ მიაქციოს ყურადღება ჯობია, მაგისთანებს ყურადღებას რომ მიაქცევ უფრო უვარდებათ თავშიო
23:28 / 06-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მეფე
შენი ქმრის სიუსტეა, ან შენი სისუსტე. შენი სისუსტე სწორედ იქ ჩანს რომ ტელეფონში ვერაფერი ვერ უთხარი. რომ გეტქვა გაგელანძღა რა გაიგებდა ვინმე ? სუსტი გოგ ყოფილხარ. რათქმაუნდა შენმა ქმარმა არ უნდა გაიგოს
16:58 / 06-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მცინარა
ბავშვებს როცა აღზრდა სჭირდება, მაშინ მშობლები საშოვარზე გარბიან და სახლში დაბრუნებულებს დეგენერატები ხვდებიან. ვაი თქვენს კაცობას ვინც კი ცოლს საშოვარზე უშვებთ. ჯობია ქალი დასვა სახში და ბავშვი აღზარდოს. კაცმა კი არჩინოს ოჯახი.ქალებს კაბა ჩააცვით და ქალად აქციეთ, თუ არ დაგემორჩილებათ და ტუტუცურად სიარულს არ მოიშლიან მიუჩინეთ ადგილი და ნახეთ თუ ყველაფერი არ მოგვარდა.
16:54 / 06-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუკი
ან-ის რჩევა გაითვალისწინე სწორი დარიგებაა, მაგ ლაწირაკმა როგორ უნდა გაჯობოს თავხედი საზიზღარი, ქალების მეტი რა არის
16:03 / 06-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ნათია, შენ გევალება 10 ახალგაზრდის აღზრდა--, გინდა მეტისაც-იქნებ აღარ გადავშენდეთ!!!
15:39 / 06-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ან-ის რჩევა კარგია, ისე მოკურცხლავს რომ უკანაც ვერ გამოიხედება, კახის 1000%-ით ვეთანხმები, ამ უწესო სერიალებით გაზრდილი ახალგაზრდებისგან სხვა ვინ გამოვიდოდა. ისე ეგ მესიჯი არ წაშალო რა იცი სადამდე მივიდეს საქმე, ეგება გამოგადგეს როდესმე, იმ შენს ცალტვინა დედამთილს კი საერთოდ არაფერი უთხრა, თუ შენი ქმარი ემოციური არაა როდესმე რამენაირი წყნარი მეთოდით ეგება საქმის ყურში ჩააყენო, მაგრამ ამ ეტაპზე ალბათ არა, წარმატებებს გისურვებ
15:18 / 06-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS