ნანა 38 წლის:
ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ, სიცოცხლე აღარ მინდა. ამდენი ნერვიულობისგან ადამიანს აღარ ვგავარ. ჩემი ქმარი საზღვარგარეთაა წასული, იქ მუშაობს, წვალობს და ფულს გვიგზავნის. ორი ბიჭი გვყავს, უფროსი, გიგი, თექვსმეტი წლისაა, უმცროსი, ნიკა, კი - ცხრის. არ ვმუშაობ, სულ სახლში ვარ, ყურადღებას არ ვაკლებ ბავშვებს. ყოველთვის მინდოდა საუკეთესო
გიგის ზომიერი სიმკაცრით ვზრდი, ძალიან არ ვბოჭავდი, არ მინდოდა დამეკომპლექსებინა ან გარესამყაროს შიში ჩამენერგა მისთვის, თუმცა არც უსაზღვრო თავისუფლებას ვაძლევდი. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბავშვია, ჰყავს მეგობრები, საშუალო დონეზე სწავლობს. ერთადერთი რაც ძალიან მაშფოთებდა მისი ჰობი, საშინელებათა ფილმების ყურება, იყო. თავიდან ვუშლიდი, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი რომ აზრი არ ჰქონდა.
ჩემმა მეგობრებმა(მათაც ჰყავთ შვილები) მითხრეს, რომ გიგის გატაცება ბუნებრივია,რადგან ახალგაზრდები მიისწრაფიან ადრენალინისა და მძაფრი შეგრძნებებისკენ.
3 დღის წინ ჩემი უფროსი ვაჟის ოთახი ძირფესვიანად დავალაგე. სრულიად შემთხვევით შევნიშნე, რომ ლეიბი ერთ მხარეს გაჭრილი იყო და შემდეგ უღიმღამოდ ამოკერილი. მაკრატელი მოვიშველიე და სიღრმეში ხელი შევყავი. გიგის დღიური დამხვდა დისკთან ერთად.
ნაწერები გადავიკითხე და შევძრწუნდი, კვირაობით, როდესაც ძმასთან ერთად ეკლესიაში ვუშვებ, თურმე მონასტერში არ მიდის და დახეტიალებენ ქუჩაში. ეს ჩემი პატარა ბიჭიც ხმას არ იღებს და არ მიმხელს რომ მისი ძმა მატყუებს. გოგონების საპირფარეშოში იპარება, რომელიმე განყოფილებაში იკეტება და უთვალთვალებს მათ.
ამაზე დიდ ყურადღებას არ გავამახვილებდი, მოგვიანებით რომ არ წამეკითხა, უახლოეს ძმაკაცთან რამდენჯერმე ვიზასავეო... გაკვეთილებზე ფიქრობს მასწავლებლების სიკვდილზე. ჩამოწერილი აქვს ვინ როგორ სურს, რომ მოკლას. სკოლელ ბიჭებს ძალით აღიზიანებს, რომ იჩხუბონ და ვინც სუსტი შეხვდება იმდენხანს ურტყამს სანამ სისხლს არ ადენს. სისხლის ყურება სიამოვნებს.
,,უნივერსიტეტში ჩაბარება არ მინდა, ეს რომ დედაჩემს ვუთხრა ცოცხლად გამატყავებს, ალბათ... მზარეული უნდა გამოვიდე." ნეტავ, ამ წინადადების გაგრძელება არ წამეკითხა. აღმოვაჩინე, რომ ადამიანის ხორცით სურს კერძების მომზადება და ხალხის გამასპინძლება. ვფიქრობ ეს ერთ-ერთი სერიალის ან ფილმის გავლენაა. სასწრაფოდ დავხურე დღიური. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი შვილის ჩანაწერებს ვკითხულობდი.
დისკის ჩართვამდე დიხანს ვიფიქრე. ყველაფერი შეიძლებოდა დამხვედროდა. ვიდეო ჩვენს სახლში დღისით იყო გადაღებული (სავარაუდოდ მაშინ როდესაც მე და ნიკა სახლში არ ვიყავით.) სამზარეულოში იჯდა, წინ მოხარშული ხორცი და დანა-ჩანგალი ედო. ძალიან კმაყოფილი სახით მიირთმევდა ხორცს. არაფერი უთქვამს, ბოლომდე რომ დაამთავრა კამერაში გაიღიმა და გამორთო.
შეიძლება ადამიანის ხორცი ეჭამა? კი, მაგრამ საიდან უნდა მოეტანა? ხორცის საყიდლად ხშირად ვუშვებდი... შეიძლება მეც გამეკეთებინა სადილი იმ ხორცით? თუ ყველაფერი რაც წავიკითხე, მართალია, ან ავადმყოფია ჩემი შვილი ან ვერ განვახორციელე ჩანაფიქრი. რა შეცდომა დავუშვი?! მინდა მივხვდე, რომ ნიკასთანაც იგივე არ გავიმეორო...
დიკსი გამოვიღე და დავლეწე.
დღიური სამალავში შევდე. ალბათ გიგი უკვე მიხვდა, რომ მისი ბევრი, ბინძური საიდუმლო გავიგე. მეშინია სახლიდან არ გაიქცეს... ორი ღამე გავათენე, ვდარაჯობ. მინდა საუკეთესო ძმაკაცს ჩამოვაშორო. როგორც ჩანს, არც ის არის დალაგებული. არ ვიცი რა ვქნა.
მამამისს მოვუყვე? ვიდეოში ხომ ხმა არ ამოუღია... იქნებ უბრალოდ ერთ-ერთი რიგითი სადილი გასართობად ჩაწერა? მაგრამ თუ ასეა... რატომ მალავს? ბევრი ვარიანტი მიტრიალებს თავში, ექიმი, ციხე, საგიჯეთი, მამამისთან გაშვება... რა გავაკეთო?
რადა მახარაძე