26 მარტი, 2015
'' სიცოცხლე აღარ მინდა, ეჭვი მაქვს, რომ ჩემმა შვილმა ადამიანის ხორცი შეჭამა''
ამ წერილის წაკითხვის შემდეგ მადა დამეკარგა და ისეთი განცდა მაქვს, რომ აღარასდროს შევჭამ საჭმელს, რესტორნებში ან კაფეებში სიარულზე ხომ ზედმეტია საუბარი. სერიოზულად დავფიქრდი ვეგეტერიანელი ხომ არ გავხდე...

ნანა 38 წლის:

ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ, სიცოცხლე აღარ მინდა. ამდენი ნერვიულობისგან ადამიანს აღარ ვგავარ. ჩემი ქმარი საზღვარგარეთაა წასული, იქ მუშაობს, წვალობს და ფულს გვიგზავნის. ორი ბიჭი გვყავს, უფროსი, გიგი, თექვსმეტი წლისაა, უმცროსი, ნიკა, კი - ცხრის. არ ვმუშაობ, სულ სახლში ვარ, ყურადღებას არ ვაკლებ ბავშვებს. ყოველთვის მინდოდა საუკეთესო
დედა ვყოფილიყავი და კარგი პიროვნებები აღმეზარდა.

გიგის ზომიერი სიმკაცრით ვზრდი, ძალიან არ ვბოჭავდი, არ მინდოდა დამეკომპლექსებინა ან გარესამყაროს შიში ჩამენერგა მისთვის, თუმცა არც უსაზღვრო თავისუფლებას ვაძლევდი. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბავშვია, ჰყავს მეგობრები, საშუალო დონეზე სწავლობს. ერთადერთი რაც ძალიან მაშფოთებდა მისი ჰობი, საშინელებათა ფილმების ყურება, იყო. თავიდან ვუშლიდი, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი რომ აზრი არ ჰქონდა.

ჩემმა მეგობრებმა(მათაც ჰყავთ შვილები) მითხრეს, რომ გიგის გატაცება ბუნებრივია,რადგან ახალგაზრდები მიისწრაფიან ადრენალინისა და მძაფრი შეგრძნებებისკენ.

3 დღის წინ ჩემი უფროსი ვაჟის ოთახი ძირფესვიანად დავალაგე. სრულიად შემთხვევით შევნიშნე, რომ ლეიბი ერთ მხარეს გაჭრილი იყო და შემდეგ უღიმღამოდ ამოკერილი. მაკრატელი მოვიშველიე და სიღრმეში ხელი შევყავი. გიგის დღიური დამხვდა დისკთან ერთად.

ნაწერები გადავიკითხე და შევძრწუნდი, კვირაობით, როდესაც ძმასთან ერთად ეკლესიაში ვუშვებ, თურმე მონასტერში არ მიდის და დახეტიალებენ ქუჩაში. ეს ჩემი პატარა ბიჭიც ხმას არ იღებს და არ მიმხელს რომ მისი ძმა მატყუებს. გოგონების საპირფარეშოში იპარება, რომელიმე განყოფილებაში იკეტება და უთვალთვალებს მათ.

ამაზე დიდ ყურადღებას არ გავამახვილებდი, მოგვიანებით რომ არ წამეკითხა, უახლოეს ძმაკაცთან რამდენჯერმე ვიზასავეო... გაკვეთილებზე ფიქრობს მასწავლებლების სიკვდილზე. ჩამოწერილი აქვს ვინ როგორ სურს, რომ მოკლას. სკოლელ ბიჭებს ძალით აღიზიანებს, რომ იჩხუბონ და ვინც სუსტი შეხვდება იმდენხანს ურტყამს სანამ სისხლს არ ადენს. სისხლის ყურება სიამოვნებს.

,,უნივერსიტეტში ჩაბარება არ მინდა, ეს რომ დედაჩემს ვუთხრა ცოცხლად გამატყავებს, ალბათ... მზარეული უნდა გამოვიდე." ნეტავ, ამ წინადადების გაგრძელება არ წამეკითხა. აღმოვაჩინე, რომ ადამიანის ხორცით სურს კერძების მომზადება და ხალხის გამასპინძლება. ვფიქრობ ეს ერთ-ერთი სერიალის ან ფილმის გავლენაა. სასწრაფოდ დავხურე დღიური. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი შვილის ჩანაწერებს ვკითხულობდი.

დისკის ჩართვამდე დიხანს ვიფიქრე. ყველაფერი შეიძლებოდა დამხვედროდა. ვიდეო ჩვენს სახლში დღისით იყო გადაღებული (სავარაუდოდ მაშინ როდესაც მე და ნიკა სახლში არ ვიყავით.) სამზარეულოში იჯდა, წინ მოხარშული ხორცი და დანა-ჩანგალი ედო. ძალიან კმაყოფილი სახით მიირთმევდა ხორცს. არაფერი უთქვამს, ბოლომდე რომ დაამთავრა კამერაში გაიღიმა და გამორთო.

შეიძლება ადამიანის ხორცი ეჭამა? კი, მაგრამ საიდან უნდა მოეტანა? ხორცის საყიდლად ხშირად ვუშვებდი... შეიძლება მეც გამეკეთებინა სადილი იმ ხორცით? თუ ყველაფერი რაც წავიკითხე, მართალია, ან ავადმყოფია ჩემი შვილი ან ვერ განვახორციელე ჩანაფიქრი. რა შეცდომა დავუშვი?! მინდა მივხვდე, რომ ნიკასთანაც იგივე არ გავიმეორო...
დიკსი გამოვიღე და დავლეწე.

დღიური სამალავში შევდე. ალბათ გიგი უკვე მიხვდა, რომ მისი ბევრი, ბინძური საიდუმლო გავიგე. მეშინია სახლიდან არ გაიქცეს... ორი ღამე გავათენე, ვდარაჯობ. მინდა საუკეთესო ძმაკაცს ჩამოვაშორო. როგორც ჩანს, არც ის არის დალაგებული. არ ვიცი რა ვქნა.

მამამისს მოვუყვე? ვიდეოში ხომ ხმა არ ამოუღია... იქნებ უბრალოდ ერთ-ერთი რიგითი სადილი გასართობად ჩაწერა? მაგრამ თუ ასეა... რატომ მალავს? ბევრი ვარიანტი მიტრიალებს თავში, ექიმი, ციხე, საგიჯეთი, მამამისთან გაშვება... რა გავაკეთო?

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 42 /
ემზარი
წერილი ეს არ არის , უბრალოდ ამ ჟურნალისტს აქვს სერიოზული პრობლემა ასეთი აზრები რომ ებადება შავბნელ თავში. დაჯდა და რა ფანტაზიებიც თავად ქონდა ის დაწერა. მიიღო შედეგი?... კი, ბევრმა ავადმყოფმა წაიკითხა და 41 კომენტარიც მიიღო...
20:38 / 30-11-2018
გამოხმაურება / 0 /
ნინო
კომენტარები არანაკლებ საზარელია იმ ბავშვზე რომელსაც საცოდავი დედა არანორმალურ საზოგადოებაში ცდილობს გამოსავალი და საშველი იპოვოს. ქალბატონო, რაც თქვენს შვილს შეეხება მას სერიოზული ფსიქოლოგიური ტრამვები აქვს მიღებული და აუცილებლად ნახეთ კომპეტენტური ფსიქოლოგი თუ ფსიქიატრი არა. აუცილებელია გააკონტროლოთ რას უყურებენ მოზარდები და ხელი არასოდეს ჩაიქნიოთ. წარმატები. პატივისცემით.
00:15 / 06-11-2016
გამოხმაურება / 0 /
ბობი ბოლივია
ბავშვმა ვიდეოზე გადაიღო როგორ ჭამს და ადამიანის ხორცი გგონია. სად დავუშვი შეცდომაო კითხულობ, შეცდომა კი არა შენ დაგმგვანებია შვილი. მოსალოცი ამბავია
19:45 / 30-05-2015
გამოხმაურება / 0 /
თი
რა ადამიანის ხორცი ცოტა დაფიქრდით ბავშვია რომელმაც რაგაც წარმოიდგინა და გადაიღო ....აშკარათ სერიოზული პრობლემა გაქვთ
16:56 / 12-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ადამიანის ხორცი არა იხვი... ეს ბავშვი ფილმების გავლენის ქვეშაა.(დარწმუნებულივარ "წითელი დრაკონი" აქვს ნანახი:)) ამ ასაკში ადვილად ექცევიან ფილმის ან წიგნის გავლენის ქვეშ.ეხლა ყველაზე რთული ასაკი აქვს და დედამისი რაც უფრო თბილი,მოსიყვარულე და მეგობრული იქნება მის მიმართ მით უკეთესი იქნება.ჩხუბი და აგრესია უარეს შედეგს გამოიღებს.
16:41 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
რეცეპტი მაინც გამოართვი,შე ქალო
შქმერული გააკეთა? თუ მოატაბაკა...???
12:12 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
bebe
Nagli imas nerviulobs adamianis xorci jamao vin daklao imas ar kitxulobs.tu martla aseti sazizgari shvili gkavs nexvi unda ajamo nexviii
21:36 / 05-04-2015
გამოხმაურება / 0 /
Lენა
სუ გაგიჟდა ეს ხალხი რეიტინგებისთვის რას აღარ Iგონებთ
21:38 / 03-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნათია
რეიტინგისთვის წერთ ასეთ უბედრებას?თუ რაღაც რიგზრ ვერ იყო იმ ოჯახში?
20:13 / 03-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნონა
ეს თუ მართალია ან ამ ქალს აკლია ძაან მაგრა ან მე მაკლია და ასეთ რამეებს ვერ ვიგებ ისე როგორც უნდა.ქართველებო რა ძაან გამოთაყვანდით ნეტა იცოდეთ.მე მგონი ეს ვინც წერს ისაა საგიჯეში დასადეპორტებელი.საიდან დაასკვნა რო ადამიანი დაკლა და შეჭამა.უუუიი და ვაააი გავგიჯდი ამდენი სიდებილის კითხვით.მამაო და მოძღვარი კიარა საგიჟეში წადი ვინც ეს ზღაპარი მოპხანა თავში.
19:31 / 02-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS