19 ივნისი, 2013
ჩემი ბიჭი სახლში ქალის ტანსაცმლით დადის
13 წლის იყო, როცა დედამთილს წნევამ დაარტყა და გარდაიცვალა.  დღემდე არ ვიცი, მამამისს რომ ეცოცხლა, შაკო ასეთი თუ გაიზრდებოდა, მაგრამ მაინც მჯერა, რომ სამი ქალის მიერ გაზრდილი ბიჭი შეიძლება მთლად კაცური ვერ გამოვიდეს.

ექვსი თვის ფეხმძიმე ვიყავი, რომ დავქვრივდი. გელა ჩხუბის დროს დაჭრეს და შემდეგ მიატოვეს. ექიმები გვეუბნებოდნენ, სასწრაფო რომ გამოეძახათ, აუცილებლად გადარჩებოდაო.

სამ თვეში მამამთილიც მიჰყვა. ვერ გაუძლო ახალგაზრდა შვილის სიკვდილს. შაკო რომ მეყოლა, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. სახლში მე, დედამთილი და გასათხოვარი მული ვცხოვრობდით.

ბავშვისთვის არაფერი დაგვიკლია, ისე გავზარდეთ. მახსოვს, დედამთილი ამბობდა, ბიჭებმა
ქალუსია არ დაუძახონო და სპორტზე მივიყვანეთ. არც რაგბით დაინტერესდა, ფეხბურთის გაგონებაცარ უნდოდა, მეექვსე კლასიდან სკოლიდან დაბრუნებული ტელეფონით კლასელ გოგონებს ეჭორავებოდა.

13 წლის იყო, როცა დედამთილს წნევამ დაარტყა და გარდაიცვალა. ამდენი ხნის განმავლობაში ის გვინახავდა. მშივრები რომ არ დავრჩენილიყავით, მე და ჩემი მული თურქეთში წავედით, ტანსაცმელი ვიყიდეთ და ახლობლებში დავიწყეთ გაყიდვა.

ბოლოს ბიზნესი კარგად აგვეწყო, საკუთარი მაღაზია გავხსენით და მალე მუდმივი კლიენტურაც შევიძინეთ. დღე და ღამე სახლიდან ვიყავით გასულები და შაკოც უკვე 15
წლის იყო და უპრობლემოდ რჩებოდა მარტო.

ერთ საღამოს სახლში მოულოდნელად დავბრუნდი, შაკო არ მელოდა და კარი რომ გამიღო, თავზარი დამეცა. ჩემი საუკეთესო კაბა და ფეხსახმელი ეცვა და სახეზე მაკიაჟი ეკეთა. კივილი დავიწყე, მაგრამ მშვიდად მითხრა, სახლში მაინც მიმეცა იმის საშუალება, რომ თავი ბედნიერად ეგრძნო.

არ ვიცი, რა გავაკეთო. იმ წუთას საკუთარ შვილზე მეტად ჩემი თავი მეზიზღებოდა. მგონია, რომ რაღაც დავაკელი, რაღაც ისე არ გავაკეთე, მაგრამ რა? ამას ვერ ვხვდები.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
ლალა
გოგონებზე ფიქრობს და ოცნებობს, მაგრამ სურვილების განხორციელების საშუალება არ აქვს, ამიტომ ტანსაცმელს ეხება. ნუ მიაკერებთ იარლიყს და დაე იმეგობროს გოგონებთან. გეები ბიჭებთან მეგობრობენ :) მე მამაკაცის ოდეკოლონები მომწონდა ხოლმე და მერე წავიკითხე ფსიქოლოგის კვლევა, რომ პირიქით ქალურ ხასიათს გამოხატავს ასეთი ქცევა. ასე, რომ გოგონები ,,გადახრებიან" ბიჭებთან ურთიერთობას პირველები გაურბიან და უკადრისობენ. აცადეთ, ფეხბურთელი ან მოჭიდავე გოგოს მშობლებმა რა უნდა თქვან? ნუ უტეხავთ სახელს...დრო გავა და გადაუვლის.
00:00 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ირმა
ტიპიური ცისფერი,აქ ვერ ვხედავ საჰინელებას.დაანებეტ ტავი. სჯობია ის იკოს ვინც არის და რადაც გრდზნობს ტავს...
23:05 / 02-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატი
და ასეთმა ჩაცმულმა ტვითონ გაგიღო კარი!?.......
19:34 / 23-06-2013
გამოხმაურება / 0 /
აია
უხდება ხო იცი შენ
14:21 / 20-06-2013
გამოხმაურება / 0 /
თამრო
ძალიან ძალიან გვატყუებთ ქალბატონო სტატიის ავტორო.
13:40 / 20-06-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS