ექვსი თვის ფეხმძიმე ვიყავი, რომ დავქვრივდი. გელა ჩხუბის დროს დაჭრეს და შემდეგ მიატოვეს. ექიმები გვეუბნებოდნენ, სასწრაფო რომ გამოეძახათ, აუცილებლად გადარჩებოდაო.
სამ თვეში მამამთილიც მიჰყვა. ვერ გაუძლო ახალგაზრდა შვილის სიკვდილს. შაკო რომ მეყოლა, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. სახლში მე, დედამთილი და გასათხოვარი მული ვცხოვრობდით.
ბავშვისთვის არაფერი დაგვიკლია, ისე გავზარდეთ. მახსოვს, დედამთილი ამბობდა, ბიჭებმა
13 წლის იყო, როცა დედამთილს წნევამ დაარტყა და გარდაიცვალა. ამდენი ხნის განმავლობაში ის გვინახავდა. მშივრები რომ არ დავრჩენილიყავით, მე და ჩემი მული თურქეთში წავედით, ტანსაცმელი ვიყიდეთ და ახლობლებში დავიწყეთ გაყიდვა.
ბოლოს ბიზნესი კარგად აგვეწყო, საკუთარი მაღაზია გავხსენით და მალე მუდმივი კლიენტურაც შევიძინეთ. დღე და ღამე სახლიდან ვიყავით გასულები და შაკოც უკვე 15
წლის იყო და უპრობლემოდ რჩებოდა მარტო.
ერთ საღამოს სახლში მოულოდნელად დავბრუნდი, შაკო არ მელოდა და კარი რომ გამიღო, თავზარი დამეცა. ჩემი საუკეთესო კაბა და ფეხსახმელი ეცვა და სახეზე მაკიაჟი ეკეთა. კივილი დავიწყე, მაგრამ მშვიდად მითხრა, სახლში მაინც მიმეცა იმის საშუალება, რომ თავი ბედნიერად ეგრძნო.
არ ვიცი, რა გავაკეთო. იმ წუთას საკუთარ შვილზე მეტად ჩემი თავი მეზიზღებოდა. მგონია, რომ რაღაც დავაკელი, რაღაც ისე არ გავაკეთე, მაგრამ რა? ამას ვერ ვხვდები.
ჟურნალი ''რეიტინგი''